logo_geo
ძუკუს მიერ დასაპყრობები - ანუ საძალადო კიდევ ბევრია!
- +

24 აგვისტო. 2018. 22:36

 

 

სანამ ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ვვიშვიშებთ, ანუ საზოგადოების ერთი ნაწილი ჭმუნავს, რომ მიგრანტებს ქვეყანა მთლად გაშლილი გულითაც არ ხვდება, მეორე ნაწილი კი ამ გულის დახურვასაც მოითხოვს და გაშლილი ხელისაც, მაგალითად, ნორვეგიელ ახალგაზრდას (სახელდობრ, ვაჟს), რომელიც მიგრანტმა გააუპატიურა და ამის გამო მოძალადე ქვეყნიდან გააძევეს, გული სწყდება მოძალადე ლტოლვილის დეპორტაციაზე და, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობს, პირობას დებს, რომ შეუძლებელს შეძლებს, რათა მიგრანტი, რომელმაც მასზე იძალადა, ნოვრეგიაში დააბრუნოს.

 

ჩვენ არ ვიცით, როგორ მოახერხებს ამას, თუმცა პათოსს კოჭებშივე ეტყობა, რომ არც ისაა გამორიცხული, ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით და ჰუმანიზმის ცოტა უცნაური გაგების გამო, მიგრანტებისთვის ძალადობაზე უარის თქმა მათი უფლებების უხეშ დარღვევადაც შეფასდეს.

 

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენ რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკობის ჟინშეპყრობილები ვართ, არც ისაა გამორიცხული, თავი დავივალდებულოთ კიდეც და ძალადობის მსხვერპლობა ნორმად დავიწესოთ (პათოსით: „დამიპყარი, ძუკუ“).

 

ნინო ხაჩიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი