logo_geo
მაია კახიძე: მიხარია, ბედნიერი ვარ და „სულ მთლად გადარეულიც ვარ“
- +

ავტორი მაია კახიძე

6 სექტემბერი. 2018. 01:10

 

 

დღეს წამოვიღე სტამბიდან ჩემი მეხუთე წიგნი. პოეტური კრებული 4 წელია აღარ გამომიცია და წელს, როგორც იქნა მოვიცალე. ლექსების შერჩევა მეტად რთული საქმეა, მაგრამ დიდი ფიქრის და წვალების შემდეგ დავალაგე სარჩევი და აი, ისიც, 218 გვერდი.

 

ჩემი მობილურით ხარისხი არ ჩანს ახლა, არადა, მზესავით შემოგანათებს, ისეთი საყვარელი წიგნია და ვფიქრობ, საინტერესოც. ძალიან შევეცადე მრავალფეროვანი კრებული შემეთავაზებინა ჩემი მკითხველისთვის.

 

ჩემი ახალი წიგნის „შენა ხარ ჩემი ახლაც და მერეც“ რედაქტორი ქალბატონი ლია მეტრეველი გახლავთ და გამომცემელი კი გამოცემლობა „კალმოსანი“ და მისი დირექტორი, საუცხოო პოეტი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.

 

მალე, სამიოდ კვირაში, დაიბეჭდება ჩემი მეექვსე წიგნი, პროზა ბარათებით და როგორც კი გამოვიტან სტამბიდან, მაშინვე გაუწყებთ. ისეთი მოზღვავებულია ამ დროს სიხარული, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ დამალავ.

 

ორივე წიგნის წარდგენას კი ოქტომბერში ვგეგმავ და მჯერა, უფლის მადლით დ საკუთარი გარჯით კიდევ ერთ ლამაზ საღამოს ვაჩუქებ ახლობელ - მეგობრებს და მკითხველს.

 

*

 

და კიდევ: წელიწადის ამ დროს კი ფერადი, ქალის თვალებივით რომ შემოგანათებს, ასტრები მიყვარს. ჰოდა, ჩემმა ბესიკიემ მომართვა და მომილოცა. ისე, ტორტებსაც კი დამპირდა პრეზენტაციისთვის...

 

დღეს მართლაც ბედნიერი ვარ!!!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი