logo_geo
სკანდალი - ნუგზარ წიკლაური ნიკა გვარამიას პლაგიატობაში ადანაშაულებს!
- +

20 სექტემბერი. 2018. 23:59

 

 

ნიკოლოზ გვარამიას მიერ წამოწყებული აქცია „ჭამე წიწაკა - იყავი პატრიოტი“ ძალებს იკრებს და ახალ ფაზაში გადადის. აქციამ უკვე მოიცვა სრულიად „სანაცეთი“. სხვათა შორის, როგორც სანდო წყარო იუწყება, „ნაციონალმა“ ქალებმა ამსტერდამში დეპეშა აფრინეს: „ჰამოდი, მიჰა, გვიჰველე, უკვე ჰიჰაკას გვაჰმევენ, მეტი აჰარ ჰეგვიძლია". ამის შემდეგ, წიწაკთუხუცესმა გვარამიამ გამოსცა ახალი დეკრეტი: „ქალებს შეუძლიათ, ბაკლაჯანი ჩეიდონ“. მიუხედავად ასეთი ჰუმანური აქტისა, ზოგიერთი ქალი მაინც აე ეპუება წითელი წიწაკის სიმწარეს და დაღრეჯილი გამომეტყველებით სიამოვნებით მიირთმევს.

 

ამბობენ იმასაც, რომ წიწაკასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-სა და „სანაცეთში“ აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი უარს აცხადებენ ჭამაზე, წითელის ჭამა არაქურდულია, შავი უნდა იყოსო. მეორენი ამტკიცებენ, რომ თითქოს ფერს მნიშვნელობა არ აქვს. გაჩნდა აზრი, რომ მწვანე წიწაკის ჭამაზე გადავიდნენ, მაგრამ არის წინააღმდეგობა - მწვანეს ისეთი ძალა არ ექნება, როგორც წითელს აქვსო.

 

კიდევ ერთი სკანდალი - ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ გვარამიამ მას იდეა მოჰპარა: შენ სად იყავი, ბიჭო, მე რომ წიწაკას ვჭამდიო? გვარამიას უთქვამს, აუ, აზრზე არ ვიყავი, შენც თუ წიწაკისტი იყავი, მიშას არც კი უხსენებიხარო. შეიძლება ნუგზარმა სასამართლოში იჩივლოს, ეგ ამბავი დაპატენტებული ჰქონია და აგერ, დასტურად ფოტოც წარმოადგინა. ვნახოთ, რას იზამს და რა იქნება. მეო, ასე უთქვამს, პლაგიატობას არავის ვპატიობო!

 

ისე, როგორც სანდო წყარო იტყობინება, „ნახევარი“ სანაცეთი უკვე გაჩაჩხული დადის. ახლა მათი სლოგანია: „ასე იარა ჩვენმა მტერმა და დუშმანმა"!

 

აი, პატრიოტიზმი... აი, მამულიშვილობა... აი, აი, აი და ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!!!

 

გიორგი ხმალაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი