logo_geo
ცენზურა გუგულის ბუდეში ანუ ფარისევლობის პიკზე
- +

2 ოქტომბერი. 2018. 20:29

 

 

მაშინ, როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მადლით, მარიხუანის მოწევას არანაირი კანონი არ არეგულირებს (ამიტომაც თბილისურ და არა მხოლოდ გამონაბოლქვს აწ უკვე კანაფის სურნელიც შეემატა), ხალხის რჩეულები „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას აპირებენ (აღსრულების პროცესში საკანონმდებლო ხარვეზები გამოვლინდაო).

 

კერძოდ, ისეთისაც, რომ რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით სპექტაკლებში სიგარეტის მოწევა დაიშვას, მაგრამ, რაკი ხალხის რჩეული გუგული მაღრაძე ფხიზლად დგას საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე,  ბუნებრივია, ხმალამოღებულმა (უფრო ზუსტად, ენაამოღებულმა) გაილაშქრა, რადგან, მისი თქმით, აუცილებელი არ არის მსახიობმა სიგარეტს მოუკიდოს, ხელში დაიჭიროს და ესეც საკმარისი იქნებაო.

 

მომყავს ციტატა  უკვე ცენზორ ქ-ნ გუგულის მორიგი სიბრძნიდან: „თეატრის დროს, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის. რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ ზიანი სხვას არ უნდა მიაყენოს... ამიტომ მიმაჩნია, რომ მხატვრულ-შემოქმედებითი განზრახვებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლობა არ არის“.

 

თუმცა სიგარეტთან მებრძოლი დეპუტატი (მეტიც, ლამისაა ამორძალი) აცხადებს, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს (ძალიან გამიჭირდებაო, იმიტომ რომ ჩემი ხატი ჩემი თანამემამულეების სიჯანსაღეაო!), ფაქტია, რეგულაციები შემსუბუქდება, მაგრამ კითხვა მაინც კითხვად რჩება: საქართველოს მოქალაქეების ჯანზე დამაშვრალ გუგული მაღრაძეს რატომ წამლად არასდროს დასცდენია მარცვალიც კი (სიტყვას ვინღა ჩივის) მარიხუანის მავნებლობაზე (თუ ჩვენებურები უკვამლოდ, ესე იგი, „უბოლოდ“ ეწევიან)?!

 

 ნინო ხაჩიძე

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი