logo_geo
პუტინს უყვარდა ქალები ანუ ლოიალობის ფასი
- +

2 ოქტომბერი. 2018. 22:35

 

 

ამ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის პრ.-ი (პუტინი, რასაკვირველია), იქით ქალებს ხვდება (და ამ ღონისძიებაში ჩვენებური ნინო ბურჯანაძეც მოახვედრა), აქეთ კი – კადიროვის (რამზანის) გულს ინადირებს (და მერე როგორი თავდავიწყებით).

 

რუსული მედიის ცნობით, პრ.-მა პუტინმა, როგორც იქნა, შეასრულა კადიროვის თხოვნა და საპრეზიდენტო განკარგულებით,  ჩეჩნეთს  ნავთობკომპანია გადასცა („ჩეჩენნავთტექიმპრომი“) , რომელიც აქამომდე ფედერალური საკუთრება იყო.

 

თხოვნით კი რამზან კადიროვს თავისი პრეზიდენტისთვის „ჩეჩენნავთტექპრომის“ აქციების 100-ვე პროცენტის გადაცემა 2015 წელს უთხოვია. პრ. პუტინს მხარი დაუჭერია, მაგრამ ჩეჩნეთისთვის არაფერიც არ გადაუცია.

 

აწ კი, 2018 წლის 18 სექტემბრიდან, ნავთობკომპანია ჩეჩნეთის საკუთრებაა და ჩეჩნეთის ხელისუფალს ორთვიანი ვადა აქვს აქციების გადასაფორმებლად.

 

ცხადია, მოსკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია ნავთობკომპანიის უკან დაბრუნება, ოღონდ, რაკი შეჩვეულს ნუ გადააჩვევ, შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო, იბადება კითხვა: რა დავალება შეუსრულა რამზანმა (კადიროვმა) ან რა უნდა შეუსრულოს უახლოეს მომავალში, რამაც კრემლის უგვირგვინო მეფეს ფედერალურ ჯიბეზე ასე ხელგაშლილად გააკვრევინა ხელი?!

 

 ნინო ხაჩიძე

 

 

big_banner
არქივი