logo_geo
გაჭ(ყლე)ტილ გამზარდიასა და ფულის ხურუშიან ელისტრახოს გაბაასება სოფლის კლუბ „იბერიაში“
- +

12 ოქტომბერი. 2018. 12:24

ამა წლის 5 ოქტომბერს სოფლის კლუბ „იბერიაში“ ელისტრახო კილაძე აათამთამეს - გამოუშვეს სცენაზე ვითარცა პატიოსნების განსახიერება და უფრთო ანგელოზი, ვითარცა უშიშარი, უხორცო და ერის დედაი, ქვეყნის გადამრჩენელი! ვაი, ვაი, ვაი... ნეტა არ ვიცნობდე მაინც, ხომ ვიცი, რა ნაგავსაყრელიც ბრძანდება - რა პატიოსნება, რის ანგელოზი, რომელი ქვეყნის გადამრჩენელი?!

 

ელოს პირველი „ჩეპე“: ახლა, თავი რომ არ მოგაბეზროთ და გადაგღალოთ, მოკლედ გეტყვით, რეები იკადრა ამ ყველაფრის მკადრებელმა არსებამ: ისაო, დღეს ქართულ ჟურნალისტიკას „ქართული ოცნების“ მხრიდან გრუ-ს ბებერი გენერალი ნუგზარ ფოფხაძე მართავსო. უფრო სწორად, იმ ნაწილს მართავს, სადაც თავმოყრილნი არიან სულწაწყმედილი ჟურნალისტებიო და ჩამოთვალა - „ასავალ-დასავალის“ „სასტავი“, სააგენტო „რეპორტიორი“ გიორგი მამაცაშვილის თამადობით, „საერთო გაზეთი“ ვახტანგ ხარჩილავას თამადობით და მე, რომელსაც თურმე ჩემი საინფორმაციო სააგენტოც მქონია. საერთოდ, ელისო კილაძის ნაბოდვარზე რეაქცია არ მაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე უზუსტობაზე გავამახვილებ.

 

ქალბატონი ელეონორა თავისი ბინძური პირით ღაღადებს, თამაზ თამაზაშვილი ჩემთვის გადმოსაცემად ნუგზარ ფოფხაძეს ყოველთვიურად 20 ათას დოლარს ატანდა, მაგრამ არ მოჰქონდაო. გაიგონეთ? ატანდა და არ მოჰქონდაო!

 

ამ დროს არჩილ გამზარდია ზის სტუდიაში წამყვანად და თვალებს აჭყეტს ქვადარტყმული ბაყაყივით. შე მართლა უჯიშო ქლიავო, თუ მიკერძოებული არ ხარ, ხომ უნდა ჰკითხო: ელო, ქალო, თუ თამაზაშვილი ფოფხაძეს შენთან 20 ათასს ატანდა, გამოდის, რაღაც გარიგება გქონდათ, ესე იგი, ფოფხაძე ზედელაშვილს, ხარჩილავას და სხვებს კი არა, შენ გმართავდა, შე მართლა უკუღმა მომართულო, შენა!

 

ელოს მეორე „ჩეპე“: თავის მონოლოგში ერთგან ამბობს, როდესაც გაზეთის გამოცემა დავაპირე, ნუგზარ ფოფხაძე წილის 30 პროცენტს მთხოვდა და უარი ვუთხარიო. საერთოდ, ჩვენში ასეა, როცა ვინმე წილს ან მსგავს რამეს გთხოვს, ის ან ოჯახის წევრია, ან მეგობარი, ან კიდევ გარე ნათესავი. თუ ნუგზარ ფოფხაძე მე და ვახტანგ ხარჩილავას გვმართავს, მაშინ რატომ არ მოგვთხოვა წილები ჩვენ, როცა შპს-ებს ვარეგისტრირებდით? დიახ, მე მაქვს საინფორმაციო სააგენტო „ლიდერი“, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი არის ჩემი შვილი. რაღაც არ მახსენდება, ფოფხაძეს დაერეკოს და ეთქვას, წილში ჩამსვითო. თუ ვინმე დარეკავდა, ვეტყოდი, სად ერეკლე, სად - პაპაჩემის ყურებიანი ქუდი-მეთქი? არა, ელისომ ასე ვერ უთხრა ნუგზარ ფოფხაძეს, რადგან იმ პერიოდში მას გრუ–ს რეზიდენტს კი არა, მშობელ მამაზე უფრო საყვარელ მამას, გამზრდელს და გზის გამკვალავს ეძახდა და გაზეთიც მისი მეცადინეობით გამოსცა!

 

ელისტრახო სხაპასხუპით აფრქვევს ტყუილებს, ამ დროს არჩილ გამზარდია ისევ ზის სტუდიაში წამყვანად, როგორც ქვადარტყმული ბაყაყი და ხმას არ იღებს, მხოლოდ ერთხელ ხვნეშის, შოკში ვარო. ბებიაშენისამ, შოკში ხარ, დაგავალეს, ელეონორას არ შეაწყვეტინოო და შეასრულე კიდევაც გაჭყლეტილი ბაყაყის როლი. „ტოჟე მნე“, შოკშია ბიჭი!

 

ელოს მესამე „ჩეპე“: მოჰყვა, კაცო, მოჰყვა და აღარ გაჩერდა, აღარ ამოისუნთქა, აღარ გააკეთა პაუზა, ბევრი ზღაპარი ჰქონდა მოსაყოლი. თამაზ თამაზაშვილი რომ ფოფხაძეს ჩემთან 20 ათასს ატანდა 4 თვის განმავლობაში, ამის შესახებ თამაზაშვილმა რეზო ამაშუკელს უთხრა, ამ საუბარს „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი ესწრებოდაო. აი, უყურეთ, თურმე ის რომ ამას ფულს ატანდა, ამაზე იმან ამას უთხრა და ამას ისიც ესწრებოდა. ხომ კარგად არის ჩახლართული ასინეთურად? ჩამოთვლილთაგან არც ერთს არ აქვს კონტაქტი ელისტრაკოსთან, არც ერთი არ გაუგულისპასუხდებოდა, რომ მისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. არადა, ამან დეტალურად იცის, ვინ ვის რა და როგორ უთხრა. არა, პირწავარდნილი ასინეთაა, ეს ჩემი ცოდვით გახორცმეტებული!

 

ელო ხლართავს, ინტრიგებს აწყობს (თავისი მოკლე ჭკუით), იმან რომ ამას ის უთხრა, ეს ხომ დაეჭვდება, მართლა ხომ არ უთხრაო? უნდა, რომ ხალხი დარიოს ერთმანეთში, მაგრამ არა მგონია, რომელიმე ამ დაჟანგებულ ანკესზე წამოეგოს, არც ერთია არიფი, არც მეორე და არც მესამე!

 

ელოს მეოთხე „ჩეპე“: ვის, ვის და... მას არ უნდა ეხსენებინა სიტყვა „ხორცმეტები“. არადა, ჩამოგვთვალა - ზედელაშვილიო, ახრახაძეო, თოფურიაო, ჯღარკავაო, მამაცაშვილიო... აი, ესენი, ეს ხორცმეტები უნდა ჩავრეცხოთო. დიახ, სწორედ ასე თქვა „ხორცმეტებიანმა“ ელომ. ჰმ... ეტყობა, ამ უგვანოს აღარ ახსოვს, რომ მე ის 2012-ში ჩავრეცხე და ხელებიც დავიბანე. არა, ადამიანის მსგავსი არსება თავის ნაგავს სხვას ასე აყრიდეს, პირველად ვხედავ!

 

ეგენიო, ეგ ხორცმეტებიო, მკვლელები არიან, სიტყვით კლავენ ადამიანებსო, – თქვა ხორც–მეტმა ელომ, იმაზე კი არაფერი უთქვამს, არგასაზრდელი გამზარდიას ეთერში მთელი ნახევარი საათი ცოცხლად რომ მარხავდა კაცს, რომელსაც ცოტა ხნის წინათ მამას ეძახდა.

 

ელოს მეხუთე „ჩეპე“: დიახაცო... მეო, ხშირად მინახავს ლევან ყიფიანი ნუგზარ ფოფხაძის სახლშიო. აი, თეთრი ძაფი და უკანალში პაპიროსი! მე არც ფოფხაძის სახლში ვყოფილვარ, არც ამ ადამიანს ვიცნობ ხეირიანად (ერთხელ ვარ შენახვედრი მეგობრის დაბადების დღეზე შემთხვევით) და ბუნებრივია, არც ლევან ყიფიანი მინახავს მის სახლში. ესე იგი, შენ დადიოდი ფოფხაძის სახლში და ნახე ლევან ყიფიანი, ხომ?!

 

ეჰ, ზის ისევ გაშტერებული სახით არჩილ გამზარდია გადაცემის წამყვანად და ხმას არ იღებს, ეგეთი ქინძობა გაგონილა? ჰკითხე, ბიჭო, ჰკითხე, რასაც ახლა მე ვეკითხები. თუმცა რა უნდა ჰკითხო, როცა ქილაში ჯონჯოლის ჩადების მეტი არაფერი იცი? რომც იცოდე, ბებიაშენისამ, რამეს გაბედავ, აი!

 

და კიდევ ერთი... თავიდან ელომ დააბრეხვა, ბიძინა ივანიშვილი ფოფხაძის ხელით ქართული მედიის დიდ ნაწილს აკონტროლებსო, მართავსო, ბოლოს კი ჰყვება, ვიღაცის დაკრძალვაზე შეხვდა ბიძინა მამაჩემ ნუგზარას და ხელი არ ჩამოართვაო. აი, აქ კი შეიშმუშნა ფიქრებში წასული გამზარდია, მაშინ რა გამოდისო? ელომ აქ თავისებურად ჩააგვირისტა, ფოფხაძე ივანიშვილის სახელს იყენებსო. მაიცა, შე ტარტაროზო, ხომ იძახდი, იმის ხელით მართავსო? ახლა კიდე ის არ მართავს ამის ხელით და ეს მხოლოდ იყენებს? ეგრე არ გამოვა, შვილოსან, ან ისე უნდა იყოს, ან ასე. თუმცა ბოლოს ელომ ისე შეატრიალა საკითხი, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცის და ჩვენ მას ჩამოვაცილეთ სანდო ადამიანები. მომეჩვენა, რომ „სანდო ადამიანებში“ თავისი თავი იგულისხმა. არა, ელისტრახოს არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის თუ არა, სოსო გოგაშვილის კართან მაინც ჩამომჯარიყო, მაგრამ არც ერთმა არ გაიკარა და მას მერე ჩაუჯდა მიხა სააკაშვილს მუხლებში. ჩაუჯდა რა, მაგანაც თქვა დასაწყისში, ბინძური ქალია, მაგრამ საჩემოდ გამოვიყენებო. ბინძურმა ბინძური უნდა გამოიყენოს, აბა, როგორ? თუმცა შედეგი ყოველთვის უარყოფითია, ქართველმა ხალხმა ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ბოლო-ბოლო, სანამ რამეს მოიწადინებ, სარკეში მაინც უნდა ჩაიხედო, ხომ არ ჰგავხარ ყურებიან პენისს?!

 

ჰა, ჰა, ჰა... ზედელაშვილს ნუგზარ ფოფხაძე მართავსო, კაცოოო, „საერთო გაზეთსაცო“, იმასაც და ამასაცო. რათა ნუგზარი, იქნებ პირდაპირ ვოვა პუტინი გვმართავს კრემლიდან? ააა, ეს შუამავალია? მერე, თუ გვმართავს, ფული სად არის, რატომ არ იძლევა, რატომ არ ატანენ ყოველთვიურად 20 ათასს? ნუგზარი ტეხავს? აბა, უყურეთ, ეგეთი რამეები როგორ შეიძლება? ვაი, ვაი, ვაი, არ გიცნობდე მაინც, ელო, შე ფულის ხურუშიანო, შენა!!!

 

გელა ზედელაშვილი

წყარო : wyaro
big_banner
არქივი