logo_geo
ნენე სტეფანიშვილი: აუცილებლად ფატალურად უნდა დასრულდეს ეს შემთხვევაც, რომ მერე ავტეხოთ ისტერიკა?
- +

19 ოქტომბერი. 2018. 18:28

 

 

ეს ფოტოები დღეს 13:00-დან 14:00 საათამდეა გადაღებული. ამ ბავშვების მშობლებს ჰგონიათ, რომ მათი შვილები გაკვეთილებს ესწრებიან. მეორე დღეა ეს ბავშვები „გაკვეთილებს“ 8-სართულიანი კორპუსის სახურავზე ესწრებიან.

 

რა თქმა უნდა, გამოვიძახე პოლიცია, მაგრამ სანამ საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა, ბავშვებს „გაკვეთილები დაუმთავრდათ“ და სახლში წავიდნენ.

 

რა რეაგირებას ვახდენთ მსგავს ფაქტებზე? აუცილებლად ფატალურად უნდა დასრულდეს ეს შემთხვევაც, რომ მერე ავტეხოთ ისტერიკა? ორი დღეა (ის, რაც ვიცი), ეს ბავშვები, რომლებიც 10 წლამდე იქნებიან, გაკვეთილებს არ ესწრებიან. რატომ არ ინტერესდება კლასის დამრიგებელი ფაქტით და არ აგებინებს მშობლებს, რომ მათი შვილები სკოლას აცდენენ?

 

სავარაუდოდ, ორშაბათს ისევ ამ სახურავზე ვნახავ ამ ბავშვებს და იმედია, საპატრულო ეკიპაჟი შემდეგ ჯერზე მაინც მოუსწრებს მათ.

 

 

 

big_banner
არქივი