logo_geo
მამა ილია ჩიკვაიძე - „რამდენიმე შეგონება ჩემს ვაჟს“
- +

5 ნოემბერი. 2018. 00:35

 

 

„ამქვეყნიური სიცოცხლე ღვთის წყალობაა, რომელიც ასევე ღვთის წყალობით და შენი მონდომებით მარადისობის საწყაოდ უნდა გადაიქცეს

 

ღვთის ხსოვნა გაგიღრმავებს სულს და სასუფევლის მემკვიდრედ გაქცევს.

 

ამ ქვეყნიური სიცოცხლე შთამომავლობაში გრძელდება, სულისა კი სასუფეველში.

 

მოწყალება უმაღლესი სიკეთეა, სიკეთე კი ღვთის მსახურებაა.

 

ამ მზის ქვეშეთში არაფერია სიბრძნეზე დიდი საუნჯე, არავინაა ბრძენ კაცზე უფრო პატივსაცემი.

 

ვინც მოყვასის გასაჭირს ქედმაღლურად განსჯის და თვლის, რომ მის ადგილზე პრობლემებს სულ სხვაგვარად მოაგვარებდა, კეთილი ინებოს და ითხოვოს ღვთისაგან იმგვარი განსაცდელი, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ შეძლებს ამ გასაჭირს მასზე უკეთესად გაართვას თავი.

 

მშიერს ნურასდროს დაუთვლი ლუკმას, მაძღარს კი ნუ ეტყვი, თუ რა მწარეა სიღტაკე, რადგან მისი სიმაძღრე შიმშილის ფასს ვერაფრით გაიგებს.

 

მოყვასის სიყვარულის განცდა შეაერთე ღვთის სიყვარულთან და მიხვდები რა არის სიწმინდე,

 

მოწყალე ადამიანის გული არასდროს დრტვინავს გაცემულ საუნჯეზე, არც ითვლის და აღნუსხავს ვის, როდის, რამდენი მიაგო, რადგან მოწყალება ღვთის საჩუქარია, ღვთის მიერ აღსრულებული სამაგალითო კეთილი საქმეა, რომლის მონაწილეც შენ ხარ უფლისავე მრავალმოწყალების გამო.

 

სიყვარულის დასტური მოწყალე გულია

 

ზნე აღმაფრენის მომნიჭებელი ფრთებია.“

 

 

მამა ილია ჩიკვაიძე

 

 

 

big_banner
არქივი