logo_geo
ინგა მილორავა: ეს ლოგიკა მაოცებს...
- +

5 ნოემბერი. 2018. 02:51

 

 

*********

არ წავსულვარ არჩევნებზე 28-ში და ხმა არ მიმიცია, იმიტომ, რომ არც ერთი კანდიდატი არ მომწონდა (ცოტა უსუფაშვილი, მაგრამ იმის პარტიასთან მაქვს სერიოზული იდეური პრეტენზიები)

 

იმიტომაც არ წავსულვარ, რომ არც ერთი არ მომწონს - არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება იმიტომაც, რომ აგრესია მეზიზღება და წინასაარჩევნო ემოციური ველი იყო აგრესიული კიდევ იმიტომაც, რომ ეს არჩევნები იყო არჩევანი იმისი კი არა ვის უჭერ მხარს, იმისი ვინ არ გინდა და იმის წინააღმდეგ ხმის მიცემა

 

ახლა წავეთრევი და მივცემ ძალად ჩემს ხმას, იმიტომ რომ ეს ბოლო პუნქტი კიდევ უფრო საჭირბოროტო და მთავარი გახდა და თან აგრესია ხომ მძულს და იმ აგრესიის ტაიფუნის ქვეყნისთვის ხელახლა თავს დაცემის მეშინია და არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არაა, თუ დაუკვირდები ... რევანშიზმი ზესაშიში მოვლენაა....

 

თუმცა მაინც ვერ გავიგე ერთი რამე, მიუხედავად იმ ქალის ახლა იძულებით, სხვა გზა რომ არ მაქვს, არჩევისა, თორე ისე მიშა უნდა დაბრუნდეს და დასცხოს მუშტები მისივე გაბოთავებულ ამომრჩევლებს:

 

- ქალს სალომე ქვია, ემიგრაციაში დაბადებულს, კაცს - გრიშა, თბილისში დაბადებულს და მაინც ქალია რუსების...

 

- კაცი საბჭოთა ელიტის და პარტიული ნომენკლატურის წრიდანაა, მამა კომუნისტების მუდმივი ,,დიდი კაცი'' ჰყავდა, ქალი რუსებს გაქცეული ემიგრანტების შთამომავალია და მაინც ქალია რუსების...

 

- ქალს ქორწინებებს უწუნებენ და რუსი მაინც არ ყოლია ქმარი და კაცს პირველი ცოლი რუსების პარტიული ბოსის შვილი ჰყავდა და ვაჟი რუსეთის მოქალაქე ჰყავს და კიდე ქალია რუსების...

 

- ქალმა ევროპაში და ამერიკაში ისწავლა, კაცმა - მოსკოვის კაგებეშნიკურ ელიტურ უმაღლეს სასწავლებელში და მაინც ქალია რუსების...

 

- საბჭოთა ეპოქაში ქალი სულ სხვა დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრობდა და მუშაობდა, კაცი - საბჭოთა რუსეთში, დაყვებოდა ,,პაეზდკებს'' საზღვარგარეთ და ყველამ იცის, რომ საზღვარგარეთ კგბ-ს გარეშე იოლად არავინ დადიოდა და მითუმეტეს დელეგაციების თანმხლებნი ვინ იყვნენ, ესეც ყველამ კარგად იცის...

 

- ქალს შვილები უდგას გვერდით და თავისი იდიოტი ქოცები, ქართველები მაინც და კაცმა აავსო საარჩევნო ,,შტაბკვარწირა'' რუსებით და მაინც ქალია რუსების...

 

ეს ლოგიკა მაოცებს...

 

თქვენი ლოგიკის ჭირიმე რა ... (კაცი უფრო უშნოდ იტყოდა)

 

არ ვარგა ეს სალომე, არც მისი ნირვანაში მყოფი ბოსები ვარგლან რამედ, მაგრამ ფანტომასის ნიღაბივით ვაშაძეჩამოცმული მიშა რა მოსანატრებელია, რომ მოიხდის ვაშაძეს და გაიცინებს: ,,ჰა.... ჰა... ჰა...''

 

და მერე ,,მიშველეთ, მომკლეს, არავინაა ჩემი მშველელიო! '', ამის ისევ მოქვითინე ამჟამინდელი ამოამრჩევლის ლოგიკის ჭირიმეც ...

 

და ბოლოს, მოაბრუნებთ ისევ მიშას? - ვეღარასოდეს ნაცების და მის მეტს შვილიშვილების თაობამდე ხელისუფლებაში ვერ ნახავს საქართველო, ახლა უკვე გამოცდილება აქვთ შეძენილი, ჭკუა ნასწავლი და ოთხმაგი ენერგიით მოდიან მარშით ამ სალომეს და კო.-ს გაშვება დროთა განმავლობაში მოხერხდება ახალი ძალების მეშვეობით

 

მე ასე ვფიქრობ, როგორც მოქალაქე, სოციუმის წევრი და ეს კიდევ სოციალური ქსელია, ასე ქვია სახელად, თორემ პოლიტიკაზე საზიზღარი საფიქრალი და სალაპარაკო არ არსებობს არაფერი ამქვეყნად....

 

არც მიშას გადაუმტვრევია ჩემზე ჯოხი და არც ბიძინას დაუყრია თავზე ოქროს უზალთუნები, პირადად რომ მინდოდეს რამე. ვერც უკან მობრუნებული „ნაცები“ დამაჭრიან ყურებზე ხახვს და არც ისევ დარჩენილი „ქოცები“ გადმომცემენ მარგალიტების თაიგულს...

 

რასაც ვუყურებ, ეგაა.....

 

და სად ჩალოგიკდა ეს ხალხი ასე, იმ სასწავლო დაწესებულებების ჭირიმეც კიდევ...

 

ინგა მილორავა

 

 

big_banner
არქივი