logo_geo
მერაბ ხაჩიძე: ნუ მიწყენს ქალბატონი ნანა კაკაბაძე, მაგრამ...
- +

2 დეკემბერი. 2018. 01:43

 

ნუ მიწყენს ქალბატონი ნანა კაკაბაძე, მაგრამ...

 

25 წელია აგერ, რაც ქართულმა პოლიტიკამ, ქართველმა პოლიტიკოსებმა და თქვენც ქალბატონო ნანა, თქვენი გაუთავებელი და ხშირად ყოვლად გაუმართლებელი "ადამიანთა უფლებებით", ყველაფერი აკეთეთ ქვეყანაში იმ ჟურნალისტიკის დამკვიდრებისთვის, დღეს რომ ოფისებში გივარდებათ, გაშანტაჟებთ და ცინიკურად გემუქრებათ! ქართული პოლიტიკის დამსახურებაა, დღეს რომ საქმეში ჩაუხედავი ნებისმიერი გამვლელი "მე" და თქვენს ოფისში შემოჭრილ მიკროფონიან ტუტუცს ერთ ტაფაში გვხრაკავს და ჟურნალისტებს მიცვალებულს არ გვიტოვებს საფლავში!

 

უბედურება კი ის არის, პოლიტიკას თუ დაჭირდა ისევ მაგათი პოზიციის დამცველები იქნებით, რისი არაერთი მაგალითი ვიცით და გვინახავს!

 

ასე რომ არ იყოს, რ2-ის "ჟურნალისტიკა" კაი ხნის წინ იქცეოდა ისტორიის კუთვნილებად!

 

როგორც გვიცავთ, - ისეთი დაცულები რჩებით!

big_banner
არქივი