logo_geo
მერაბ ხაჩიძე: კიდევ ერთხელ გაგაბრიყვეს!
- +

6 დეკემბერი. 2018. 13:29

 

წესით, ქუჩის საპროტესტო აქციით იმას აფიქსირებ, რომ მზად ხარ, ნებისმიერ ამინდში და მძიმე პირობებში გამოხატო შენი პოზიცია, თქვა სათქმელი, ამით მიიქციო საზოგადოების ყურადღება და გნებავთ, აიძულო ხელისუფლება, დაგითმოს, თუ რამე აქვს დასათმობი! წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი „თბილი“ პროტესტი და კომფორტულად ჯდომა, ახლა რომ პარლამენტის წინ, ხელისუფლებისგან გაყვანილი დენით განათებულ და მისი ნაყიდი შეშით გამთბარ კარვებში სხედხართ, საკუთარ სახლშიც შეიძლება!

 

კიდევ ერთხელ გაგაბრიყვეს!

 

კიდევ ერთხელ აგიგდეს მასხრად და ვერ ხვდებით!

 

თქვენ ბევრ რამეს ვერ ხვდებით!

 

თან, პარალელურ რეჟიმში წამოყენებულმა, - „მთავრობა გადადგეს“ და „მადლობა მერიას და კალაძესო“ - ყველაზე მეტად გამამხიარულა!

 

წაით, ბაბა, შინ, თორემ ისე ვატყობ, ბოლოს, „ბიძინა-ბიძინას“ სკანდირებასაც დაგაწყებინებთ ეს მთავრობა და სულ მთლად გამასხარავდებით!

 

არადა, რასაც ახლა ვუყურებთ, ორ ღერ შეშად ალბათ, მაგასაც იზამთ!

 

 

 

big_banner
არქივი