logo_geo
გელა ზედელაშვილი: რომელი მერები აპირებენ რეორგანიზაციას, თვითონ რომ არიან გასაყრელები?!
- +

8 დეკემბერი. 2018. 00:02

 

 

(ციკლიდან - „დანდობა არ იქნება“!)

 

ქართულ მედიაში პერიოდულად უკვე ჩნდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ რეგიონებში მუნიციპალიტეტების მერები აპირებენ რეორგანიზაციას. უკაცრავად, მაგრამ რომელ მერებზეა საუბარი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კაბინეტებიდან საერთოდ რომ არ გამოსულან, ხალხს რომ არ დალაპარაკებიან, ავტომატურად საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები რომ იყვნენ კაი გვარიანი თანხები რომ გაფლანგეს? ნუთუ, ისინი აპირებენ რეორგანიზაციას, პირველი ტურის წინა პერიოდი რესტორნებში რომ გაატარეს და პირწმინდად წააგეს?!

 

არააა... არ გამოვა ეგრე, მაგათ უკვე ჩაატარეს რეორგანიზაცია, "ქართული ოცნების" მომხრეები გამოყარეს მუნიციპალიტეტებიდან და ყველგან "ნაციონალები" შეტენეს. ეგენი ახლა თვითონ არიან გასაყრელები და ზოგიერთი დასაპატიმრებელიც. გამოსაძიებელია, სად წაიღეს პირველი ტურისთვის გამოყოფილი თანხები და საწვავი. თუ ე.წ. მერები დაიწყებენ ე.წ. რეორგანიზაციას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ველოდოთ უფრო დიდ ღალატს. რასაკვირველია, არიან გამონაკლისი მერებიც, სულ რამოდენიმე, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან.

 

რეორგანიზაცია უნდა ჩაატარონ ახალმა მერებმა, ახალმა ხელმძღვანელებმა, თუნდაც ამისთვის ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი