logo_geo
„ექიმო ხვალ ოპერაციას მიკეთებენ, ფეხი უნდა მომაჭრან და ვირბენ ნუ დამიშლიო...“
- +

19 დეკემბერი. 2018. 00:35

24 წლის ბიჭმა, რომელსაც მატარებლის ფანჯრიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი დაიძახა:

 

- მამიი, ნახე ხეები უკან-უკან მიდიააან.

 

მამას გაეღიმა.

 

იქვე, შეყვარებული წყვილი გაკვირვებული უყურებდა ბიჭის ასეთ ქცევას... ბიჭმა ისევ დაიძახა:

 

- მამიიი, ნახე ღრუბლები ჩვენთან ერთად მოდიაან.

 

შეყვარებულმა წყვილმა ჩუმად, დამცინავად ჩაიცინა... და მამას უთხრა:

 

- რატომ არ მიგყავთ თქვენი შვილი ვინმე კარგ ექიმთან კარგ საავადმყოფოში? - და ისევ ჩაიცინა...

 

-იცით, ახლა ზუსტად საავადმყოფოდან მოვდივართ. ნიკა დაბადებიდან ბრმაა. მხოლოდ ახლა, დიდი შრომის შედეგად აუხილეს ექიმებმა თვალი და პირველად ხედავს სამყაროს...

 

 

საგანელიძის ინტერვიუ წავიკითხე დიდი ხნის წინ... ონკოლოგიურში მუშაობდა მაშინ თურმე. შუაღამისას გამოსულა კოლიდორში სიგარეტის მოსაწევად. ხედავს ბავშვს - კიბეზე ამოირბენს, ჩაირბენს... რატომ არა გძინავსო, – უკითხევს საგანელიძეს, – სადაა დედაშენი, ამ შუაღამისას გარეთ რა გინდაო.

 

ბავშვი: ექიმო ხვალ ოპერაციას მიკეთებენ, ფეხი უნდა მომაჭრან და ვირბენ ნუ დამიშლიო...

 

 

 

 

big_banner
არქივი