logo_geo
მთაწმინდიდან გამოქანებული კობა ხაბაზი გურჯაანში დაასკდა!
- +

20 დეკემბერი. 2018. 03:02

 

 

მას შემდეგ, რაც ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ანუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თელავში საპროტესტო აქცია დააანონსა და სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩაშლა გადაწყვიტა, მამალი ნაციონალი კობა ხაბაზი მთაწმინდაზე ავიდა, 16 დეკემბერს დილით გამოქანდა და პირდაპირ გურჯაანის მისადგომებთან, სოფელ ველისციხესთან დაასკდა. მეტიც, მან ისე ზუსტად გათვალა ტრაექტორია, რომ პირდაპირ საპარტულო პოლიციის სპეცტექნიკასთან წამოწვა. არავითარი პარაშუტი, არავითარი აეროპლანი, კობა ხაბაზს, როგორც წმინდანს, საკუთარი ფრთები ამოეზარდა.

 

ამ ეტაპზე უცნობია, ასე დარჩება თუ ახლა გომბორიდან გამოექანება ბატონი ხაბაზი.

 

გიორგი ხმალაძე

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი