logo_geo
მურმან დუმბაძემ ისევ იკადრა უკადრებელი!
- +

20 დეკემბერი. 2018. 03:14

 

 

მურმან დუმბაძემ ისევ იკადრა უკადრებელი. ჩავიდა კახეთში, გურჯაანში, ველისციხის მისადგომებთან და ისეთი იკადრა, მთლად გაუნათლებელი ვირიც არ იკადრებდა - ბიძინა ივანიშვილი ითხოვს პანღურს და ის მიიღებს პანღურსო. წარმოგიდგენიათ? ეს ის მურმანაა, ნაფტალინში და საკუთარ ქაქში ჩამპალი რომ ამოიღო ივანიშვილმა და პარლამენტში დასვა:

 

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ მთლიანად გადაკეტა გზა. მე მახსოვს ძველი ხელისუფლებების დროს, მე მონაწილე ვარ 90-იანი წლების მიტინგების, 2000-იანი წლების მიტინგების, 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის, 2011 წლის 26 მაისის. იყო წინააღმდეგობა პოლიციის მხრიდან, მაგრამ გზის გადაკეტვა, ჩახერგვა ისე, რომ მოქალაქე ვერ გადაადგილდეს, ასეთი რამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მაგონდება. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ითხოვს პანღურს და თუ ის პანღურს ითხოვს, პირდაპირ ვეტყვი, როგორც საქართველოს მოქალაქე მურმან დუმბაძე, რომ ის იმსახურებს პანღურს და ამ პანღურს მიიღებს"!

 

ჰოოო... არ მახსოვსო, არაო, არც 2011 წლის 26 მაისს ჩაკეტეს რუსთაველიო... არც ის მახსოვს, იმ ღამეს რომ დამიჭირეს და ჩავიფსიო... მერე ცოტა უარესი რომ ვქენი და ავტობუსიდან ჩამომაგდესო... ვერ ვიხსენებ ვერაფერს და რა ვქნაო? ვერც "იმედის" დარბევასო, ვერც მკვლელობებსო. გითხარით, ეს იღლიებგამომხმარი ისეთ რაღაცებს კადრულობს, ყველაზე დაბალი დონის ვირიც კი არ იკადრებს. ივანიშვილს პანღური უნდა ამოვარტყაო. ჰმ, ივანიშვილამდე სამაგისოდ ვინ მიგიშვებს, შე უდღეურო? საკუთარ ცხვირში ამოირტყამ მაგ პანღურს და კიდევ... საკუთარ (გამომხმარ) საჯდომში. ნეტა რა ჯიშის ჯორი ხარ, მურმან?!

 

გიორგი ხმალაძე

წყარო : wyaro
big_banner
არქივი