logo_geo
1 თებერვალს იური როსტის დაბადების დღეა
- +

1 თებერვალი. 2019. 17:13

 

სწორედ ამ დღეს, ზუსტად 80 წლის წინ, დაიბადა კაცი, რომელშიც არა მხოლოდ შეყვარებული ვარ ბავშვობიდან, არამედ ყველაფრით მომწონს (დამიჯერეთ, ეს სხვადასხვა რამაა) - ნიჭით, საუბრით, ქარიზმით, შესახედავად, ვაჟკაცობით , „ცოტა ხულიგნობით“ და იუმორის შესანიშნავი გრძნობით...

 

ეს კაცი გახლავთ ჩვენი... დიახაც, ჩვენი იური როსტი...

 

ის იური როსტი, რომელიც თბილისის ტრაგიკული 9 აპრილის მოვლენების დროს, ჩამოფრინდა თბილისში და გვერდში ამოუდგა მთელ საქართველოს...

 

რომელსაც ეყო სიმტკიცე, პროფესიონალიზმი და კაცობა, დაეწერა რეპორტაჟი ამის შესახებ და ისეთი ფოტოები გადაეღო, ვერავინ რომ ვერ გადაიღებდა მსოფლიოში...

 

სხვათაშორის, იური როსტს საოცარი ნიჭი აქვს - ძნელია თქვა - უკეთესად წერს თუ უკეთესად იღებს...

 

ალბათ, ერთი მეორეს ავსებს...

 

ეს ის იური როსტია, რომელმაც შესანიშნავი წერილი დაწერა 2006 წელს, როდესაც რუსეთიდან ქართველებს აძევებდნენ...

უკაცრავად, ამ სიტყვების თარგმნის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ და იცით, რატომ? ასეთი რუსული ყველამ იცის...

 

„Безумие в политике лавинообразно. Сегодня открыта охота на тех, кто носит грузинскую фамилию (взрослых и детей), завтра будете сжигать книги Думбадзе, Амирэджиби, Галактиона Табидзе (а заодно с ними — стихи Пушкина и Лермонтова, Ахматовой, Пастернака, Мандельштама, Ахмадулиной, писавших о Грузии и переводивших ее поэтов). Запретите музыку Канчели, спектакли Стуруа, смоете эмульсию с фильмов Данелии, Иоселиани, Хуциева, Калатозова, переименуете грузинские улицы в столице и сотрете память. О себе.

А Грузия будет жить. И мы, кто дружил и любил, будем дружить и любить. И поддерживать друг друга. В противостоянии людей России и ведомого слепыми поводырями населения проиграет последнее.

Не любящие, да не любимы будут. Никем.

Сегодня я, русский человек, — грузин. И горжусь этим“

 

იური როსტის სიყვარული საქართველოს მიმართ ჩანს მის ყველა ქართული კუთხისა და ქართველის ფოტოში...

 

ის საოცრად ბრძენი და საოცარი შინაგანი ტაქტის მქონე კაცია... არასდროს არ დამავიწყდება მისი სიტყვები -

 

„О глупости грузинского руководства пусть пишут грузины».

თუმცა, წარმომიდგენია, როგორ განიცდიდა... შექმნილ სიტუაციას...

 

თავიდანვე გამოგიტყდით, შეყვარებული ვარ, ჰოდა მოსკოვში ჩემი საელჩოში 17-წლიანი მუშაობის დროს, გული გავუწყალე...

 

თუკი ვინმე სადმე დასაპატიჟებელი იყო, ყველას ვთხოვდი - როსტს მე დავურეკავ-მეთქი...

სავარაუდოდ, „მტრები გვყავდა“.

 

ჯინაზე, ვერასდროს ვერ ვპოულობდი მობილურის ნომერს, რომელიც თვითონ მომცა...

ამიტომ ვურეკავდი გიორგი ნუგზაროვიჩ ფოფხაძეს და თავიდან ვართმევდი...

ბოლოს რომ ვურეკავდი, შეკითხვის და გამარჯობის მაგივრად, პირდაპირ ნომერს მკარნახობდა.

მაგრამ ღირდა...

დღესაც მახსოვს, ბატონი იურის განსაკუთრებით თბილი და ინტელიგენტური ხმა... უარსაც თუ ამბობდა, მაინც ბედნიერი ვიყავი...

მომავალ სატელეფონო ზარამდე...

 

მინდა, მივულოცოთ ყველამ ამ საოცარ ადამიანს იუბილე და ვუსურვოთ ყოველივე საუკეთესო... მისი რუსეთის და მისი საქართველოს საკეთილდღეოდ!

 

თქვენ კი გისურვებთ ბედნიერებას და ცოტა უფრო შემთბარ-გვერდებიან მზეს!

 

სხვათაშორის, ბოლო ფოტო - ბატონი იურის საყვარელი ფოტია...

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი