logo_geo
4 თებერვალს სერ ნორმან უიზდომის დაბადების დღეა
- +

4 თებერვალი. 2019. 14:28

 

 

 

1915 წლის 4 თებერვალს დაიბადა უცნობილესი ინგლისელი კომიკოსი მსახიობი, კომპოზიტორი და სცენარისტი სერ ნორმან უიზდომი, რომელმაც დაუვიწყარი ნორმან პიტკინის, „ჩვენებურად“ კი მისტერ პიტკინის სახე შექმნა. როგორ შეიძლება დაგავიწყდეს მისი როლები და ფილმები - „მისტერ პიტკინი მტრის ზურგში“ ან „მისტერ პიტკინი საავადმყოფოში?!“ არც კი მახსოვს, რომელი მსახიობის გმირები უფრო ადრე ვნახე და შევიყვარე - ჩარლი ჩაპლინის თუ პიტკინის... ისე, თავად მაესტრო ჩაპლინი არ მალავდა, რომ ნორმან უიზდომი მისი უსაყვარლესი კომიკოსი იყო... ზოგადად, ნებისმიერი კომიკოსი ვინმეს პაროდიას წარმოადგენს და ამით ხალხს აცინებს, მაგრამ არიან მსახიობები, რომლებიც ყოველგვარი ნიღბის, გრიმისა და ხმის ამოღების გარეშეც იწვევენ სიცილს. ასეთები ბევრი არ ყოფილან და არიან და არც ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებისეული სახე იყო სასაცილო, ის მხოლოდ მსახიობად „გადაცმული“ გვაცინებდა, აი, ნორმან უიზდომზე კი პიტკინის როლის გარეშეც გეცინებოდა, ისევე როგორც ჩვენს საყვარელ იპოლიტე ხვიჩიაზე, რომელიც ასი თავით სჯობდა ყველა სხვა კომიკოს მსახიობს.. ბატონ იპოლიტეს პირის გაღებაც არ სჭირდებოდა, საკმარისი იყო მისი სახისთვის შეგეხედა, რომ ეგრევე იწყებდი გულის წასვლამდე სიცილს... მახსოვს, ერთხელ პანაშვიდზე შემოვიდა და ყველა სიცილით დასტიროდა მიცვალებულს, ხალხმა აღარ იცოდა, როგორ მოეყარათ თავი ტუჩებისთვის... ასეთები იშვიათად იბადებიან. ჰო, სულ დამავიწყდა, რომ ეს სტატუსი ბატონ პიტკინზეა...

 

ნორმან უიზდომის მეტსახელი იყო „gump“, ანუ შტერი... მასზე წიგნიც გამოიცა „ნუ დამცინით, რომ შტერი ვარ“... ჰოდა შტერი უძახე შენ და თვით უინსტონ ჩერჩილიც კი გამოჰყავდა წყობიდან, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს მის ბუნკერში ტელეფონისტად მუშაობდა და მუდმივად ვიღაც სხვასთან აერთებდა დიდ პოლიტიკოსს. მიუხედავად ყველაფრისა, 2000 წელს ინგლისის დედოფალმა ელისაბედ II-მ მას რაინდის წოდება მიანიჭა.

 

სერ ნორმან უიზდომი გარდაიცვალა 2005 წელს, 90 წლის ასაკში. იგი ძილში, უპრობლემოდ „გაიპარა“... ეეეეეეეჰ, თუ სიკვდილის ნატვრა შეიძლება, მეც მასეთ სიკვდილს ვინატრებდი... რა სჯობს, არავის რომ აწუხებ და შენთვის და შენს გზაზე მიდიხარ „იქ“, სადაც მოუთმენლად გელიან...

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი