logo_geo
1828 წლის 8 თებერვალს დაიბადა ჟიულ ვერნი - უდიდესი „წინასწარმეტყველი“
- +

9 თებერვალი. 2019. 02:40

 

 

1828 წლის 8 თებერვალს დაიბადა ჟიულ ვერნი - უდიდესი „წინასწარმეტყველი“. ნუ დამიწყებთ კამათს, რომ მწერალიც იყო და ფანტასტიკურ რომანებსაც წერდა, რადგან მეც მანდა ვარ... მწერალი რომ იყო და თანაც ფანტასტი, იმიტომაც იყო წინასწარმეტყველი. მომავალი ხომ, ფანტაზიის ნაპერწკლით იწყება, როდესაც ინგრევა წარსულში დამკვიდრებული რაღაც შეზღუდვები და შემოქმედი ადამიანები წარმოუდგენელს განჭვრეტენ. დაწერენ, ან ხატავენ, ან... ჯერ კიდევ, როდის იწინასწარმეტყველა ჟიულ ვერნმა წყალქვეშა ნავი („ოცი ათასი ლიე წყალქვეშ“ - ნაუტილუსი), ან სწრაფი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და ინფორმაციის სწრაფად გაცვლის საშულებები („80 დღე დედამიწის გარშემო“), ან კოსმოსში და მთვარეზე გაფრენა და ხომალდების აგებისას ალუმინის გამოყენება („მთვარის გარშემო“ და „ექტორ სერვადაკი“), ან აკვალანგი („ოცი ათასი ლიე წყალქვეშ“), ან თვითმფრინავი და ვერტმფრენი („სამყაროს მბრძანებელი“ და „რობურ დამპყრობელი“), ან ელექტრო სკამი („ХХ საუკუნის პარიზი“), ან კომპიუტერი, ვიდეო კავშირი და ტელევიზია („ХХ საუკუნის პარიზი“), ან ქიმიური იარაღი („ ბეგუმის ხუთასი მილიონი“), ან ბირთვული იარაღი („მამულის დროშა“) და სხვა. ასეთი გადაჭარბებული ფანტაზიების გამო ვერნის, რამდენიმე ნაწარმოები მის სიცოცხლეშივე არ დაიბეჭდა, თვითონ კი ამბობდა, მოვა დრო, როდესაც მეცნიერება გაუსწრებს ფანტაზიასო და ასეც მოხდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟიულ ვერნი ამბობდა: „...ჩემი სიცოცხლე სავსეა რეალური და წარმოსახვითი მოვლენებით და...გული მწყდება, რომ სწორედ, იმ ეპოქის მიჯნაზე ვკვდები, რომელიც ჩემს მიერ წარმოსახულ მრავალ საოცრებას გვპირდება“, - ო. ჟიულ ვერნის გარდაცვალების შემდგომ, მისმა შვილიშვილის შვილმა აღმოაჩინა მწერლის უცნობი რომანის ხელნაწერი, რომლის თანახმადაც ავტორი ჯერ კიდევ 1863 წელს წერდა სწრაფმავალ მატარებელზე, ცათამბჯენებზე, მსოფლიო ბატონობის მიზნით, მომწამვლელი იარაღის გამოყენებაზე და სხვა. ახლა, მთლად ფანტასტობა, რომ არ დავწამოთ ამ კაცს, გეტყვით, რომ ჟიულ ვერნმა დატოვა უამრავი ნაწარმოები და დაახლოებით 20 ათასი ჩანაწერი, რომლებიც თითქმის, ყველა სფეროს მოიცავენ. გარდა თავგადასავლებისა, მის რომანებში შეხვდებით კეთილშობილ გმირებს და მეცნიერებს, მაგალითად კაპიტან გრანტს და კაპიტან ნემოს, მამიასს და შანდორს, პროფესორ ლიდენბროკს ან გეოგრაფ ჟაკ პაგანელს. მწერალი ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობასაც და იყო „საპატიო ლეგიონის ორდენის“ კავალერი.

 

1857 წელს ჟიულ ვერნი დაქორწინდა 26 წლის ქვრივზე, ონორინ დე ვიან-მორელზე, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. ამ ქორწინების და ცოლისძმის „შეჩენის“ შედეგად, მწერალმა ხელი მიჰყო, საბროკერო საქმიანობას პარიზის საფონდო ბირჟაზე, რაც ძალზე ღლიდა, თუმცა წერა არ შეუწყვიტავს. გავიდა ხანი და ფსიქიურად შეშლილმა ძმისშვილმა ორჯერ ესროლა. შედეგად ჟიულ ვერნი დახეიბრდა, ძმის სიკვდილის შემდეგ კი, მხედველობა დაუქვეითდა, რის გამოც ნაწარმოებებს მეუღლეს კარნახობდა.

 

74 წლის ჟიულ ვერნი გარდაიცვალა 1905 წელს, შაქრის დიაბეტით. მის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო. ჟიულ ვერნი ვერ მოესწრო ვაჟის - მიშელის დაბადებას. იგი კინო სფეროში მუშაობდა და მამის, რამდენიმე ნაწარმოები აქვს ეკრანიზებული, მათ შორის „ოცი ათასი ლიე წყალქვეშ“, „შავი ინდოეთი“, „ბეგუმის მილიონები“ და სხვა.

 

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი