logo_geo
14 თებერვალს დავით ტვილდიანის საიუბილეო თარიღია
- +

14 თებერვალი. 2019. 13:33

 

 

დღეს დიდი ქართველი კარდიოლოგის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით ტვილდიანის საიუბილეო თარიღია და მინდა, რომ რამდენიმე ფოტო გამოვაქვეყნო ჩემი მამამთილის საოჯახო ალბომიდან. მანამდე გეტყვით, რომ ბატონი დავითი იყო მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული საქართველოში მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადების მიზნით, მათ შორის, ბატონი დავითი იყო უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ დამფუძნებელი და რექტორი. „აიეტში“ სწავლობდა ჩემი ირაკლიც, მაგრამ...

 

დღეს „აიეტს“ ეწოდება „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ და ბატონი დავითის საქმეს ღირსეულად აგრძელებენ მისი შვილები – დიმიტრი და ლევან ტვილდიანები. ასევე არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი დავითის ქალიშვილი თამარი, რომელიც, მართალია სამედიცინო სფეროში არ მუშაობს, მაგრამ ტვილდიანების გვარის ღირსეული წარმომადგენელია.

 

ბატონი დავითი, ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, 1965-66 წლებში მუშაობდა ქ. სტოკჰოლმის კარდიოლოგიურ ცენტრში. პირველი ორი ფოტო სწორედ სტოკჰოლმშია გადაღებული – 1965 წელს. მასზე აღბეჭდილია: ბატონი დავითი, ირაკლი ჭუმბურიძე და რუსუდან ბერიძე – ჩემი დედამთილი (სამწუხაროდ პირველ ფოტოზე მარცხნივ მდგომი მამაკაცის სახელი ჩემთვის უცნობია), მესამე ფოტოზე არიან ცნობილი სომეხი კარდიოლოგი კარლენ ადამიანი, ირაკლი ჭუმბურიძე, დავით ტვილდიანი და რამაზ ყურაშვილი. შემდეგ ფოტოზე აღბეჭდილია ცნობილი ამერიკელი კარდიოლოგის, მსოფლიო კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის პოლ უაიტის ვიზიტი ინსტიტუტში, 1962 წელს. ფოტოზე: ირაკლი ჭუმბურიძე, მაყვალა დოდაშვილი, დავით ტვილდიანი, დ. ტყეშელაშვილი, ვ. ზაქარიაძე, ამერიკელი პროფესორი ნიცი და პოლ უაიტი.

 

თეა ფირცხალავა

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი