logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: სად და რა ისწავლეთ ასეთი?!
- +

20 თებერვალი. 2019. 17:13

 

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პალესტინაში აბრაამის მუხა წაიქცა, რაც ლეგენდის თანახმად, მსოფლიოს აღსასრულის ერთ-ერთი ნიშანია. თუმცა, მორწმუნეები იმედით უყურებენ ხის ახალ ამონაყარს, რომელიც არ დაზიანებულა და სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლეგენდების და ხეების რა მოგახსენოთ, მაგრამ, გუშინ ერთ ტელეარხზე (მიხვედრა არ გაგიჭირდებათ) ნამდვილად იყო სამყაროს აღსასრულის მოახლოების ნიშნები, უკაცრავად კი ვარ მაგრამ, რამდენიმე ატეხილი ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენმა შვილებმა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლონ სექსოლოგია და ორგანოების დეტალური აღწერილობა და „ამბები“, თორემ გაუნათლებელი და ჩამორჩენილი თაობა გვეყოლებაო, აბა. სად და რა ისწავლეთ ასეთი, თქვე უბედურებო, საკუთარ სივრცეში საკუთარი შვილები გაანათლეთ, გნებავთ საკუთარი ორგანოები აჩვენეთ საილუსტრაციოდ, ჩვენს შვილებზე ჩვენ და იმედია, ქვეყანა იზრუნებს... მეც იმედით ვუყურებ „ამონაყარს“ და ამ რწმენას არ წაგაშლევინებთ!!!

 

ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, რომლის პირად ცხოვრებაზე ლეგენდები დადიოდა, მერე მოვიდა პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი სექსუალური ცხოვრებით „გვეტრაბახებოდა“, ქვეყანას ჰყავდა განათლების მინისტრი, ქართული ზღაპრის გმირებს დასდევდა და ამუნათებდა, იმედია, ახლა მაინც გვეყოლება ამ ქვეყნის შესაფერისი ხელისუფლება, რომელიც განათლების სწორ პოლიტიკას შესთავაზებს მომავალ თაობას, თორემ წაიქცა აბრაამის მუხა და ეგაა!!!

 

 

 

big_banner
არქივი