logo_geo
თეა ფირცხალავა: 1920 წლის 28 მარტს პეტრე გრუზინსკი დაბადებულა
- +

28 მარტი. 2019. 15:00

 

საქართველოში არ მეგულება ადამიანი, პეტრე გრუზინსკის ლექსებზე დაწერილი სიმღერები არ სმენოდეს, თუმცა, არ იცოდეს, რომ ტექსტის ავტორი სწორედ პეტრე გრუზინსკია.

 

„კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცე“-ო, წერდა მართლაც კაცური კაცი და დიდებული ქართველი პოეტი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი – თითქმის ყველა პოპულარული ქართული სიმღერის ტექსტის ავტორი, აი, იმ სიმღერებისა, გაგონებისთანავე სიცოცხლეს და სიყვარულს რომ მოგანდომებს...

 

თან რა სიმპათიური და რა სხვანაირი იყო... ნამდვილი დიდგვაროვანი, ახოვანი, არწივისებური მზერით... და აი, ასეთი კაცი – მეფე ერეკლეს პირდაპირი შთამომავალი – უზომო თავმდაბლობით გამოირჩეოდა, რაზეც კარგად მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მთელი საქართველო მის ლექსებს მღეროდა და არც კი იცოდა, ვინ იყო იმ ლექსების ავტორი.

 

ერთი კრებულიც კი არ გამოცემულა ამ დიდი კაცის სიცოცხლეში, კაცისა, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა სამშობლო და მისი თანამემამულეები, უყვარდა სიყვარული და მისი ფასიც იცოდა... სხვანაირად როგორ დაწერდა ლექსს თბილისზე, ან ჰიმნს სიყვარულზე?! ან ისეთ ლექსებს, რომლებზეც დიდმა რევაზ ლაღიძემ, გიორგი ცაბაძემ, სულხან ცინცაძემ და ბიძინა კვერნაძემ ლეგენდარული სიმღერები შექმნეს?! არ ჩამოვთვლი, რადგან ყველა სიმღერის ტექსტი, რომელიც გვიყვარს, დიდი პეტრე გრუზინსკის დაწერილია.

 

1920 წლის 28 მარტს პეტრე გრუზინსკი დაბადებულა.

 

დიდება ამ დიდებული პოეტისა და კაცის სახელს.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი