logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ესა, სიმონას რაფაელოა!
- +

31 მარტი. 2019. 15:29

 

 

ახლა თბილისში ბაზარზე ბევრია მსხალი, რომლითაც ამ უგემრიელესი დესერტის მომზადება შეიძლება - სიმონა მსხალი დათალეთ, გული ღრმად ამოაჭერით, გაჩხვლიტეთ ჩანგლით და ჩააწყვეთ წინასწარ მომზადებულ ვაჟინში (1 ნახევარი ლიტრ წყალს + 2 ჭიქა შაქარი და ნახევარი ლიტრი საფერავი ან ალადასტური, ვანილი და დარიჩინი) ადუღეთ 10-15 წუთი ნელ ცეცხლზე, დატოვეთ დილამდე, მერე ამოალაგეთ მსხლები და დარჩენილი ვაჟინში მოამზადეთ კრემი - 4 სუფრის კოვზი პურის ფქვილით და გათქვეფილი 250 გრ. კარაქი. მსხლის ამოჭრილ გულში ჩააწყვეთ ნუშის გული ან ნიგოზი და ამოავსეთ კრემით, მერე მთლიანი მსხლები ამოავლეთ კრემში და ქოქოსის ფანტელში, უგემრიელესი დესერტია, თუ დამიჯერებთ, ეს ჩემი ვერსიაა და არავისთან გამისინჯავს, ამიტომაც ნუ მომტაცებთ, საავტორო უფლება დაცულია, ესა სიმონას რაფაელოა!!!

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

big_banner
არქივი