logo_geo
გიორგი მიქელაშვილი - კორნელიტო...
- +

7 აპრილი. 2019. 01:07

 

 

კორნელიტო ბაბუაჩემი კარლოს ტყუპისცალი ძმა იყო, ტყუპებს მამამ ალექსიმ, თავისი იტალიელი ძმაკაცების სახელები დაარქვა (კარლო კავალი და კორნელიტო პურციო), ძალიან სევდიანი თვალები ჰქონდათ ორივეს, და როგორც ტყუპთა უმეტესობას ერთნაირ სამოსს აცმევდნენ ბიჭებს... როგორც ბაბუა კარლო იტყოდა, კორნელიტო ბევრად კარგი იყო, იმდენად კარგი, რომ მას კორნელიტოს ტყუპს ეძახდნენ...

 

ერთ დილით, მაშინ ტყუპები 13 წლისანი იყვნენ, კორნელიტო შემოქმედის მონასტერში წირვის შემდეგ ეზოში გამოსულიყო და იქ მდგარ ქალბატონებს ელაპარაკებოდა, უფრო სწორედ ისინი ეკითხებოდნენ რაღაცას, როდესაც ეზოში რუსის კაზაკები შემოჯირითდნენ, გენერალს ახდნენ – ის ტაძარში შევიდა, სამხედროები ეზოში ლაზღანდარობდნენ... რაღაც ხდებოდა ეკლესიაში აშკარად, თუმცა არანაირი ხმა არ გამოდიოდა ატირებული ქალი გამოვიდა, სახეგაფითრებული კაცები შედი-გამოდიოდნენ, კორნელიტოც შევიდა ტაძარში... გენერალს ღვთისმშობლის ხატი მოსწონებოდა, ჩამოეღო და წაღებას აპირებდა... ბიჭი მივიდა მასთან და უთხრა: - რა ენაზე მოგმართოდ ბატონო... გენერალს გაეღიმა - რა ენაზე შეგიძლია?!. ბავშვი მიაჩერდა, შემდეგ ხატს დახედა - რა ენაზეც არ უნდა მოგმართოთ ბატონო, ეს არის, რომ მაგ ხატის ადგილი კედელზეა, აი თქვენს პირდაპირ, კედელზე... გენერალს ისევ გაეღიმა და შემობრუნდა, კარისკენ დაიძრა.. - მეორე ნაბიჯი მაგ ხატთან ერთად არ გადადგათ ბატონო!.. თვალები გაფართოებოდა გაკვირვებისგან გენერალს, სახე აუწითლდა სიბრაზისგან -რამდენს ბედავს ეს ბავშვი?!. კორნელიტომ ხატს კიდევ ერთხელ შეხედა, თვალები აცრემლებოდა -აქ თუ ვინმე ბედავს, ეგ თქვენ ხართ ბატონო!.. ხმა იყო, რაღაც ისეთი გულისშემაწუხებელი, ტკივილისმომტანი ხმა, გენერალს ხატისთვის ხელი გაეშვადა ძირს დაეგდო.. ხატს მივარდა ბავშვი, მან ფეხი ჩაარტყა, გარედ გავიდა და დაიყვირა, მივდივართ ხატი წამოირეთო... კარებში კორნელიტო დახვდა მათ, გენერალი მობრუნდა სიგიჟის ატანილი და ხელი წამოიღო დასართყამად... - თქვენს სისხლს ტაძარს ვერ ვაკადრებდი ბატონო!.. ბიჭს თავისი ხანჯალი ჩაესო მისთვის მუცელში ტაძრის კარებთან.. ექვსიოდე მამაკაცი იყო მონასტრის ეზოში მათ გამოიდეს თავი ბიჭის დასაცავად, ატყდა თოფების გრიალი... შემოდიოდნენ და შემოდიოდნენ კაზაკები ეზოში... კორნელიტო და ხუთი მათგანი წაიყვანეს ერთმა კი გაქცევა მოახერხა...

 

ყველა დაკითხეს საღამოს გაქცეულის ვინაობა არავინ გაამხილა...

 

შემდეგ ფილიპე მახარაძე შევიდა ბავშვთან, უყურებდა ასე... - სიცოცხლე არ გინდა შვილო?!. ბიჭმა ტირილი დაიწყო... - ხოდა გახსოვდეს მე ერთი სიცოცხლე შემიძლია გადავარჩინო!.. კორნელიტოს გაეღიმა, ცრემლით სავსე თვალებით ახედა... - მაშინ იმ ერთი კაცის სიცოცხლე იყოს ეს ჩემო ბიძია... ფილიპემ თავი დახარა ბავშვს გადაეხვია და წავიდა...

 

მეორე დილით კორნელიტო იმ ხუთთან ერთად დახვრიტეს... მეექვსე კი აღარ მოუძებნიათ...

 

კორნელიტო დახვრიტეს 1921 წლის 4 ნოემბერს, ის სამ დღეში 14 წლის გახდებოდა...

 

მის დაკრძალვაზე ჩამოვიდა, კორნელიტო პურციო, რომლის სახელიც ერქვა ბიჭს. ის სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩა, მაგრამ ბევრი არ უცხოვრია ის ალექსისთან ერთად დახვრიტეს სამი წლის შემდეგ... თუმცა ამაზე შემდეგ, როცა ალექსიზე მოგიყვებით...

 

 

გიორგი მიქელაშვილი

 

 

 

big_banner
არქივი