logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მანანა დაბახიშვილის გამოუქვეყნებელი ლექსი - „მე - საქართველო...“
- +

9 აპრილი. 2019. 14:12

 

 

ჩემი ჯგუფელი მანანა დაბახიშვილის გამოუქვეყნებელი ლექსია, სადღეო...

 

მე - საქართველო...

 

ვიცი, ვინა ვარ,

ისიც ვიცი, რატომ მყიდიან - ნიკოფსიითგან დარუბანდით

ბეწვის ხიდია...

 

ვიცი, ვინა ვარ,

ისიც ვიცი, რატომ მებრძვიან - არდაჩოქილთა სიყვარული ჩემი ხვედრია...

 

ვიცი, ვინა ვარ,

ისიც ვიცი, რატომ დამლახვრეს -

მაქვს ვალი უფლის

და ეს ვალი მუდამ თანმმდევობს -

არდაჩოქილთა სიყვარული

ჩემი ხვედრია!

 

ტატოს მბრძოლ ყორანს არ ვურჩევდი

ჩემთან პაემანს,

ვეჭვობ, შმაგ ქარსაც რომ გაუმართლოს -

ჩემს ჯვალოს კაბას

ღვთისმშობელის ხელი ატყვია,

არც ვინატრიდი უკეთეს სამოსს...

 

ვიცი, ვინა ვარ,

ისიც ვიცი, ძალზედ ძნელია, მარტოსულობის ზიდო ტვირთი

და არ გიჭირდეს...

ყველა აღმართი თავდაღმართად გასახედნია,

შევეჭიდები... შენი სიზიფე...

 

ვიცი, ძნელია,

მაგრამ ვიწყებ ისევ თავიდან -

ხორბლის მარცვალი მიწას უნდა ამოვეჭიდო...

...არდაჩოქილთა სიყვარული ჩემი ხვედრია

და

ჩემი ჯილდო.

 

მანანა დაბახიშვილი

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

big_banner
არქივი