logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ყველას, ვისაც თავი ქართველად მიაჩნია!
- +

13 აპრილი. 2019. 20:00

 

აი, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც თერგი ნათერგალად აქცია, ვინც დაიმონა და დაადუმა აქაურობა, არ მეშინია, და ორღობის დედაკაცივით კი არა გულაფეთქებულმა უნდა დაგწყევლოთ ვისმა გონებამაც ეს დაგაწყვიტა, რა გინდათ, რას გვერჩით ან ჩვენ ან მთებს ან მდინარეებს, რატომ გვკლავთ, თქვენ დაიხურავთ ქუდებს და გასაქცევის მეტი რა გაქვთ, ჩვენ რა ვქნათ, ვინაც ნაბიჯსაც ვერ მოვიცვლით აქედან, რატომ გვინადგურებთ ქვეყანას, თქვენ გადაშენდით ამ მიწა-წყლიდან, ვისაც აქაურობა მხოლოდ მუცელში ჩასაყრელად გინდათ, საზიზღრები ხართ და გეშინოდეთ.

 

"მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”

 

"მაგრამ მაინცდამაინც ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს. ცოდვა არ არის, შენი ჭექა-ქუხილი, შენი ზარიანი ხმაურობა, შენი შფოთვა და ფოთვა, შენი გაუთავებელი ბრძოლა ქვე-კლდე-ღრესთან, თითქო შენი განიერი წადილი შენს ვიწრო საწოლში ვერ მოთავსებულაო. ბევრი რამ საგულისყუროა შენში, ჩემო დაუმონავო თერგო, შენს ძლევამოსილს და შეუპოვარს დენაშია. აქ კი მიმრჩვალხარ დამარცხებულ და ნათრევ ლომსავითა. ცოდვა ხარ და ცოდვას შვრები!.." ილია ჭავჭავაძე.

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

big_banner
არქივი