logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ერთი ქართველი ბიზნესმენი რომ მილიონებს იხდის ტაძრების აღდგენა-მშენებლობაში, იმაზე რატომ მუნჯდებით?
- +

17 აპრილი. 2019. 15:30

 

ბოლო 2 დღეში ნოტრ-დამი ვირტუალურად დავათვალიერე, მოვიარე კუთხე-კუნჭულიანად, ყველამ თავისი გადმოალაგა, ზოგმა დასახმარებლად წასვლისკენ მოგვიწოდა, ზოგმა ფულის შესაგროვებლად, წერენ და წერენ, როგორ ირიცხება მილიონები, უკვე იმაზე სამჯერ მეტიც შეგროვდა, ვიდრე ამ ტაძრის აღდგენას სჭირდებაო, მაგრამ (არ გაბედოთ, ვინმესტობა დამაბრალოთ...) ერთი ქართველი ბიზნესმენი რომ მილიონებს იხდის ტაძრების აღდგენაში და მშენებლობაში, იმაზე რატომ იზაფრებით და მუნჯდებით? არადა, თუკი რამ გასაკეთებელია, ხელს იმისკენ იშვერთ, იმან, იმან უნდა გააკეთოსო... რა აქ მოსატანია, და იმის აშენებულში მერე კისრისტეხით გარბიან და „პარაგრაფობენ“ და „ციცინათელობენ“, აბა, ასე უნდათ, ისე არ უნდათ, მოკლედ, ყველა საკუთარი ფანჯრიდან იჭვრიტება... უცხოელი მილიონერები მოგვწონს, საკუთარი კი ნერვებს რატომ გვიშლის?

 

არაფერს არ ვქადაგებ, უბრალოდ, ამ წუთისოფელში დანახვა და მადლიერება კარგი თვისება მგონია მე, აბა, მიწაში ოთხი ფიცარი და მისი ჯანი, იქ ყველაფერს უჩვენოდ მისხალ-მისხალ წონიანო!

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

big_banner
არქივი