logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მოდით, ნურც ჩვენ დავრჩებით მარტო ნურასდროს და სხვასაც ნუ მივატოვებთ!
- +

26 აპრილი. 2019. 18:57

 

 

ესე მარტოობაზე...

 

დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი საშინელებაა - მარტოობა...

 

თუმცა, ზოგჯერ მიყვარს კიდევაც, ამიტომაც ღამე ვმუშაობ, როდესაც ყველას სძინავს და ღამე მომდის ხოლმე, ჩემი აზრით, სერიოზული აზრები...

 

ბოლომდე არასდროს არ დავრჩენილვარ მარტო...

 

მაშინაც, ასე რომ მეგონა, გვერდით ჩემი ბოსარიონ ლაბრადოროვიჩი მყავდა...

 

სევდიანს რომ დამინახავდა, ვაშლი მოჰქონდა, დავსხდებოდით ერთად და მივირთმევდით... დღემდე გვაქვს ეს ტრადიცია.

 

მაგრამ, ამავე დროს, რამდენჯერ დავრჩენილვართ სულიერად მარტო...

 

სულ ვფიქრობ ხოლმე, რა ცოდოა ის 52-ჰერციანი სიხშირის ლურჯი ვეშაპი, რომელიც 1994 წელს აღმოაჩინეს და დაცურავს ოკეანეში სულ ეული და მღერის...

 

ის კი მღერის, მაგრამ მისი არ ესმით დანარჩენ ვეშაპებს, რადგანაც ისინი 12-25-ჰერცებიანი არიან...

 

თურმე, კიდევ ერთი ასეთი „მარტოობა“ არსებობს - ჩინეთის მდინარე იანცზის გრძელცხვირა დელფინი... მისი წინაპრები ადამიანებს შეუჩვევიათ და მერე გაუნადგურებიათ და დარჩა სულ ერთი ცალი... (ფოტოზეა)

 

ხეებსაც სცოდნიათ სიმარტოვე...

 

უდაბნო საჰარას საზღვარზე იზრდებოდა მსოფლიოში ყველაზე მარტოხელა ხე - აკაცია ტენერე... მის გარშემო 400 კილომეტრში არცერთი სხვა ხე არ ხარობდა...

არ ვიცი, როგორ მოახერხა და 1973 წელს ის დააზიანა ავტომანქანით მთვრალმა მძღოლმა... ხის ნარჩენები გადაიტანეს ნიგერის ეროვნულ მუზეუმში და მის ნაცვლად დადგეს ძეგლი...

 

მაგრამ ყველაზე მარტოხელა არსება, სავარაუდოდ, 2011 წელს სხვა პლანეტაზე, მარსზე მივლინებული, მარსმსვლელი Curiosity-ა, რომელიც ყოველ დაბადების დღეს დამოუკიდებლად რთავს სიმღერას «Happy Birthday to You» და ალბათ, ელოდება სტუმრებს სხვა პლანეტებიდან...

 

ჯერჯერობით, წარუმატებლად...

 

მოდით, ნურც ჩვენ დავრჩებით მარტო ნურასდროს და სხვასაც ნუ მივატოვებთ!

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

Lela Anjaparidze-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი