logo_geo
29 აპრილს აკაკი ხორავას დაბადებიდან 124 წელი შესრულდა
- +

29 აპრილი. 2019. 18:57

 

 

 

„...ოტელოს როლში მან მიაღწია იმ მწვერვალს, რომელზეც მსოფლიო თეატრალურ ისტორიაში ცოტა თუ ასულა“ - 1947 წ. გაზეთი „პრავდა“ (1947 წ.).

 

ქართული თეატრის ლომი

 

აკაკი ხორავა (დ.29 აპრილი, 1895, სოფ. ოჩხომური, ახლ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) -- მსახიობი და პედაგოგი. ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1936), შ. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, (1935 წ.), 1949-1955 დირექტორი.

 

აკაკი ხორავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, რა დროსაც 12 წლის მოზარდს სპექტაკლი უნახავს პირველად და იმდენად მოხიბლულა მსახიობის პროფესიით, რომ კიევისა და თბილისის უნივერსიტეტებში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლამ მის ოცნებას ხელი ვერ შეუშალა.

 

1922 წელს 27 წლის აკაკი ხორავა თეატრალურ სტუდიაში შევა, საიდანაც დიდი სანდრო ახმეტელი პირველად შეადგმევინებს ფეხს რუსთაველის თეატრის სცენაზე და დაიწყება ბუმბერაზი მსახიობის დაუვიწყარი როლები: იოქანაანი (უალდის „სალომე“), ანდუყაფარი (ერისთავის „გაყრა“), უსახელო (ტოლერის „კაცი-მასა“), ლაერტი (შექსპირის „ჰამლეტი“), ბერსენევი (ლავრენიოვის „რღვევა“), ანზორი (შანშიაშვილის „ანზორი“), არგიშდი (დადიანის „თეთნულდი"), კარლ მოორი (შილერის „ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი (კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), არსენა (შანშიაშვილის „არსენა"), პედრო (მდივნის „ალკაზარი"), ოტელო (შექსპირის „ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), სირანო ( როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ტარიელი (ქიაჩელის „ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი (პუშკინის „ბორის გოდუნოვი“) და სხვა. (68 როლი რუსთაველის თეატრში, 22 როლი ფილმებში).

 

...

 

აკაკი ხორავა 1972 წელს გარდაიცვალა 77 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში).(დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

„მშვიდობით, ანზორ, მშვიდობით, ოძელაშვილო, მშვიდობით, კარლ მოორ, მშვიდობით, დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით, ოიდიპოს, მშვიდობით, გმირო ოტელო, მშვიდობით, პირველო არტისტო!“

 

...

 

დღეს, 29 აპრილს, ბუმბერაზი მსახიობის აკაკი ხორავას დაბადებიდან 124 წელი შესრულდა.

 

 

მოამზადა ქეთევან ყუბანეიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი