logo_geo
გიორგი გიგაური: დამთავრდა მაჩალიკაშვილის ტერორისტობა!
- +

8 მაისი. 2019. 00:56

 

დამთავრდა მაჩალიკაშვილის ტერორისტობა!

 

სუს-მა პირდაპირ ეთერში გამოაქვეყნა ოპერატიული მასალა (სატელეფონო მიყურადების ჩანაწერი), რომელშიც ისმის, როგორ ავალებს მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს ჩავიდეს სოფელ მაჩხაანში, დანაღმოს ვინმე კლიმენტი გოგაშვილის საფლავი და ააფეთქოს იქ მისული ჭირისუფლები!

 

ამ ჩანაწერით, მაჩალიკაშვილი, როგორც ჩანს, სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე აფეთქებას გეგმავს, როცა ძმისშვილს ეუბნება:

 

„სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე, მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დ ა დ ო (!!!) და უნდა ვიცოდეთ. ყველაზე მეტად რაც ჩვენ ეგ ადგილი გვჭირდება...“

 

თუ გავიხსენებთ, როგორ ააფეთქებინეს „ნაცებმა“ დაქირავებულ მკვლელს, მათ მიერვე მოკლული შვილის საფლავზე მისული იური ვაზაგაშვილი, ალბათ, გამოძიება იმასაც კარგად გაარკვევს, რა კავშირშია მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორისტული გეგმები ნაცსექტასთან!

 

გიორგი გიგაური

 

 

big_banner
არქივი