logo_geo
SOS! - მათთვის, ვისაც „სჯერა“, რომ სააკაშვილი „ვაიბერს“ არ ხმარობს!
- +

8 თებერვალი. 2017. 02:42



უკრაინის ნაციონალური პოლიციის ყოფილი უფროსი, მანამდე კი საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის შსს-ს მაღალჩინოსანი ხატია დეკანოიძე გადაცემა „არჩევანში" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მათ კონტაქტი ყოფილ გუბერნატორთან „ვაიბერის" მეშვეობით ჰქონდათ.

 

„სააკაშვილთან, ყველა, როცა ვცხოვრობდით კიევში, „ვაიბერით" ვმესიჯობდით",- განაცხადა  დეკანოიძემ.

 

ეს მცირეოდენი „წამოცდენა" ყურადსაღებია მითუფრო, როცა ზოგ-ზოგიერთნი თავგამოდებით ამტკიცებენ -  მიშა „ვაიბერს" არ ხმარობსო... (იხ. „სქრინშოტი"). მიშა რას და როგორ ხმარობს, ვფიქრობთ, დეკანოიძემ უკეთესად უწყის, ვიდრე რამდენიმე „თვითმარქვიამ“...


ხოლო თუ მდარე იუმორს ჩვენც ანალოგიურად განვავრცობთ -  „სუსი“-ს სცენარისტი ქეთინო აშკარად კარგად მუშაობს..." :)  

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი