logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მას მაინც ვერავინ დააბრალებს საბჭოთა წყობის სიყვარულს... მთელი თავისი არსით ებრძოდა, მაგრამ...
- +

11 მაისი. 2019. 00:46

 

 

დღეიდან გადავწყვიტე, რომ არასდროს არ მოვერიდო საკუთარი აზრის გამოთქმას და ამიტომაც ვიტყვი, რომ მე ვამაყობ, რომ საქართველოში აღინიშნება 9 მაისი...

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქართველები ძალიან ღირსეული ერი ვართ და არავის არ უნდა ქონდეს უფლება ამაში შეიტანოს ეჭვი... არსებობს ფაქტი - იყო ომი (გინდა მეორე მსოფლიო ომი დაარქვით და გინდა, სამამულო), რომელიც ემუქრებოდა თითოეული ჩვენს ოჯახს და სახლ-კარს და

 

იყვნენ კაცები და ბიჭები იასამნის ქუჩიდან, ვინც წავიდა საომრად და უამრავი სახლში ვერ დაბრუნდა და ვის რა უფლება აქვს დღეს გაარჩიოს მათი გაწეული მსხვერპლის ფასი და მნიშვნელობა...

 

არცერთ მათგანს არავისზე ნაკლებად არ უყვარდა თავისი ოჯახი და ყველას ელოდნენ სახლში, სადაც უყვარდათ და ენატრებოდათ...

 

იცით რა თქვა მარკესმა?

„ყველაფერს შეგიძლია ახლო ხელი, მოგონების გარდა“...

 

ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა და როგორ მიხარია, რომ დღეს მხარს დამიჭერს შესანიშნავი ბულატ ოკუჯავა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1924 წლის 9 მაისს...

 

მას მაინც ვერავინ დააბრალებს საბჭოთა წყობის სიყვარულს... მთელი თავისი არსით ებრძოდა, მაგრამ რაღაცეების ფასი არასდროს არ დაუკარგავს...

 

მან კარგად იცოდა, რომ სხვის განსჯამდე, კაცმა საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს...

 

„Не в другом, а в себе побеждайте врага,

А когда преуспеете в этом,

Не придется уж больше валять дурака -

Вот и станете вы человеко

 

როდესაც ჩემთვის, გულში ვცდილობ ბატონი ბულატის დახასიათებას, პირველი, რაც თავში მომდის, არის კეთილშობილება და ინტელიგენტობა… თანაც ყველაფერში… მუსიკაში, ლექსებში, შესრულებაში, მიხვრა-მოხვრაში, საუბარში… ცხოვრებაში…

აი, სკამზე ფეხია შემოდგმაც, გიტარის დასადებად, სხვანაირად დახვეწილი ჰქონდა...

 

ბატონ ბულატს ნათქვამი აქვს…

„კეთილშობილება - ეს არ არის წოდება, არც ოქროა, არც მდგომარეობა საზოგადოებაში… ეს არის სინათლე გულში…“

ბატონ ბულტს ეს სინათლე ჰქონდა და თანაც უხვად და ულევად…

 

მე ბატონი ბულატი მოსკოვში ლიტერატორების ცენტრალურ სახლში გამაცნეს… სულ 10 წუთი ვისაუბრეთ და მივხვდი, რამდენად ბედნიერია საკუთარი თავის წინაშე მართალი კაცი და კიდევ მივხვდი, რომ ალბათ, ცხოვრებაში ერთი სიტყვა არ უთქვამს ცოტა უცენზუროც კი...

 

საოცარი კაცი იყო… ძალიან საინტერესო და რთული ცხოვრება გაიარა, მშობლები რეპრესირებული ყავდა… 17 წლის ასაკში ომში წავიდა, სადაც სერიოზულად დაიჭრა… არასტანდარტული და თავისუფალი აზროვნებისთვის დევნიდნენ… მაგრამ ისეთი დახვეწილი რჩებოდა, თითქოს მეფის სასახლის იქით ფეხი არ ქონია გადადგმული…

 

ამავე დროს იყო ძალიან თავმდაბალი… ძალიან მიყვარს მისი გამოთქმა- „როდესაც ჩემი თავი გენიალური მგონია ხოლმე… მივდივარ სამზარეულოში, ჭურჭლის გასარეცხად…"

ხოლო როდესაც მას ჟურნალისტები შემოქმედებით გეგმებზე უსვამდნენ შეკითხვებს, ის იღიმებოდა და პასუხობდა „შემოქმედება აქვს პუშკინს… მე მაქვს სამუშაო“….

ბრძენი კაცი იყო… ფილოსოფოსი… მის ყოველ სტრიქონს რომ დაუკვირდე, აფორიზმია…

 

საოცრად თბილი კაცი იყო, მის შემოქმედება იმედით და ცხოვრების წყურვილით გავსებდა…

 

მხოლოდ ერთი მისი სიმღერა რომ მოისმინო, „ქართული სიმღერა ქვია“…

ყველაფერი გახდება გასაგები...

 

„Виноградную косточку в теплую землю зарою,

И лозу поцелую и спелые гроздья сорву,

И друзей созову, на любовь свое сердце настрою.

А иначе зачем на земле этой вечной живу?“

 

ბატონი ბულატი თავის თავს „მოსკოვური ჩამოსხმის ქართველს ეძახდა“…

ჩემი მოსკოველი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ ხოლმე - თქვენ რუსულ სიმღერებს ქართული აქცენტით მღერიხართ, მაგრამ ხშირად ჩვენზე უკეთესადაც კიო…

 

ბატონ ბულატს ქართული აქცენტი სიტყვების გამოთქმაში, სავარაუდოდ, არ ქონდა, ძველ არბატზე იყო გაზრდილი, მაგრამ ეს აქცენტი მას გამჯდარი ქონდა ხასიათში და გულში…. მართალი გითხრათ, ზოგჯერ რომ მღეროდა, რატომღაც მეგონა, რომ ქართულად მღეროდა… რაღაც სხვანაირად ქართული ტემბრი ქონდა და ჟღერადობა…

 

ბულატ ოკუჯავა იყო იმ პირველთა შორის, ვინც 50-იანი წლების დასასრულს, ხელში აიღო გიტარა, რომ მისი აკომპანიმენტის ქვეშ, საკუთარი ლექსები საკუთარ მელოდიაზე წაემღერა…

 

ვლადიმერ ვისოცკი მას სულიერ მამად თვლიდა და ყოველთვის იმეორებდა, რომ სწორედ ოკუჯავას შემოქმედებამ უბიძგა მას სიმღერისკენ…

 

ისინი ახლო მეგობრები არ ყოფილან, ასაკსა და ტემპრამენტში განსხვავების გამო… თუ, რა თქმა უნდა, ახლო მეგობრობას - შეხვედრების სიხშირით შეაფასებ… მაგრამ ისინი სულიერი მეგობრები ნამდვილად იყვნენ… ძალიან უყვარდათ ერთმანეთის შემოქმედება და უაღრესად სცემდნენ პატივს ერთმანეთს…

 

ბულატმა და ვისოცკიმ ერთმანეთი გაიცნეს 1961 წელს და გადაიღეს ერთად სურათი, რომლსაც ოკუჯავა ბოლომდე სათუთად ინახავდა… 1977 წელს, პარიზში ისინი ერათდერთხელ გამოვიდნენ ერთ კონცერტში და მაყურებელმა ორივე აღფრთოვანებით მიიღო… არა და, ემოციურმა ვისოცკიმ დარბაზი როგორც ყოველთვის ააფეთქა… თავმდაბალმა ბულატმა კი ამ ფონზე თავისი წარმატება ასე შეაფასა — „ეს ჩემი კი არა, გიტარის დამსახურება იყოო“…

 

მათი ბოლო შეხვედრა მოხდა შემთხვევით, 1980 წლის ივლისში… ორივე მანქანას მართავდა და ერთმანეთი შუა მოსკოვში დაინახეს… ხელი დაუქნიეს ერთმანეთს და თავის საქმეებზე წავიდნენ… ბულატი მეორე დღეს გაემგზავრა დასასვენებლად და ადგილზე ჩასულმა გაიგო ვისოცკის გარდაცვალების ამბავი…

მან საოცარი სიმღერა მიუძღვნა ვლადიმერ ვისოცკის…

 

„О Володе Высоцком я песню придумать хотел,

но дрожала рука и мотив со стихом не сходился...

Белый аист московский на белое небо взлетел,

черный аист московский на черную землю спустился“.

 

ძალიან საინტერესო იყო ბულატ ოკუჯავას და კომპოზიტორ ისააკ შვარცის შემოქმედებითი დუეტი… საოცარია, როდესაც კაცი თავად ქმნის მუსიკას საკუთარ ლექსებზე და უმტკივნეულოდ… უფრო მეტიც, სიამოვნებით აღიარებს, რომ ვიღაცას მის ლექსებზე მუსიკის დაწერა უკეთესად შეუძლია… ყველას გვახსოვს არაჩვეულებრივი სიმღერა ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“… ან რომანსი ფილმიდან „ეს ქალი ფანჯარასთან“, რომელსაც განუმეორებლად ასრულებს ირინა მურავიოვა…

 

„Эта женщина в окне в платье розового цвета

утверждает, что в разлуке невозможно жить без слез,

потому что перед ней две дороги - та и эта,

та прекрасна, но напрасна, эта, видимо, всерьез“.

 

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ბულატ ოკუჯავას 80-მდე ფილმისთვის სიმღერის ავტორი ან თანაავტორია…

 

ბულატ ოკუჯავას ყავდა 2 მეუღლე…

პირველი ქორწინება გალინა სმოლიანინოვასთან, ტრაგიკულად დასრულდა… მათი ქალიშვილი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, ხოლო ვაჟს გარკვეული პრობლემები შეექმნა...

თავად გალინა 40 წლის ასაკში, ბულატთან დაცილებისთანავე გარდაიცვალა…

 

მეორე მეუღლის, ფიზიკოსი ოლგა არციმოვიჩისგან ოკუჯავას ყავს ვაჟი — ანტონი, რომელიც საკმაოდ წარმატებული კომპოზიტორი გახდა…

 

ცხოვრების ბოლოს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბულატ ოკუჯავამ უფროსი შვილი, იგორი დაკარგა, რაც მისთვის საშინელი ტრაგედია გახდა, რადგანაც შვილის გარდაცვალებას ემატებოდა დანაშაულის გრძნობა, რომ მან თავის დროზე ვერაფერი ვერ გააკეთა მის გადასარჩენად…

 

ალბათ, სწორედ მაშინ წარმოთქვა მან სიტყვები - „ადამიანს 2 ცხოვრება რომ ქონოდა, ერთს მიუძღვნიდა მწუხარებას და ტკივილს, მაგრამ ცხოვრება მხოლოდ ერთია“…

 

პოეტი გარდაიცვალა 1997 წლის 12 ივნისს, პარიზში… ის დაკრძალულია მოსკოვში ვაგანკოვსკის სასაფლაოზე…

 

ძველი არბატისა და პლოტნიკოვის შესახვევის კუთხეში სევდიანად დგას მისი არაჩვეულებრივი ქანდაკება… უფრო სწორედ, კი არ დგას, მიდის…

 

ჩვენს გულებს კი სამუდამოდ ანდერძივით შემორჩა მისი გულწრფელი, ბრძნული და ნათელი სიტყვები, ლექსები, ჰანგები, რომლების დღესაც გვილამაზებენ ცხოვრებას და საოცარ იმედს გვჩუქნიან…

 

"Пока земля еще вертится,

Пока еще ярок свет,

Господи, дай же ты каждому

Чего у него нет:

 

„Умному дай голову,

Трусливому дай коня,

Дай счастливому денег

И не забудь про меня.

 

Пока земля еще вертится, —

Господи, твоя власть! -

Дай рвущемуся к власти

Навластвоваться всласть.

 

Дай передышку щедрому

Хоть до исхода дня,

Каину дай раскаянье

И не забудь про меня“.

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ღირსეულ დღეს!

 

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

big_banner
არქივი