logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ოთარ ქინქლაძე იმდენად კარგი ადამიანი იყო, რომ „ჩამშვებებმა“ და „კეთილმსურველებმაც“ კი, ვერაფერი დააკლეს...
- +

29 მაისი. 2019. 16:17

 

ოთარ ქინქლაძე...

(ერთი თბილისური ამბავი)

 

...იყო ერთი საოცარი პიროვნება, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პროფესორი, 1965წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი; 1971-1973წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1976-1986წწ. საქართველოს განათლების მინისტრი - ბატონი ოთარ ქინქლაძე... მე მისი განათლების მინისტრობის პერიოდში ვმუშაობდი უმაღლესი განათლების სამინისტროში... ორივე სამინისტრო პარლამენტის შენობის ზედა ნაწილში იყო განთავსებული, ერთსა და იმავე სართულზე... მაშინ ძალიან მკაცრად იყო დაცული სუბორდინაცია, მაგრამ ბატონ ოთარს რომ დავინახავდი, დავგებოდი სადმე ახლოს, მის კაბინეტთან და ისეთ ლამაზ სალამს მეტყოდა ხოლმე, მთელი დღე კარგ ხასიათზე დავდიოდი...

 

ბატონ ოთარს ქეიფი უყვარდა, მაგრამ, იმდენად მაღალი დონის პროფესიონალი იყო და კარგი ადამიანი, რომ „ანონიმშჩიკებმა“, „ჩამშვებებმა“ და „კეთილმსურველებმაც“ კი, ვერაფერი დააკლეს...

 

და ერთხელ, ერთმა „ტაქტიანმა“ ჟურნალისტმა მიმართა პროვოკაციული შეკითხვით: „ბატონო ოთარ, მართალია, რომ ყველა, ვინც სვამს, კარგი კაციაო?..“

 

ოთარმა უპასუხა: „მაგას ვერ გეტყვით... მე თვითონ ძალიან მსმელი კაცი ვარ... მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი - ვინც არ სვამსო, ყველა ჩათ...იაო...“

 

ჟურნალისტს მიკროფონი გაუვარდა ხელიდან და კინაღამ გული წასვლია...

 

ძალიანაც კარგი.

 

ფოტოზეა ბატონი ოთარი ქალბატონ ვიკა სირაძესთან ერთად... მეორე ლამაზი ქალბატონი ვინ არის, სამწუხაროდ, არ ვიცი...

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი