logo_geo
ირაკლი კაკაბაძე: გიგა კობალაძეს და მის მეგობრებს რუსული დაზვერვიდან, თავისუფლად შეუძლიათ დაწერონ არაჩვეულებრივი ნაწარმოები „სიბრიყვე სიცრუისა“
- +

4 ივნისი. 2019. 03:48

 

 

მწერალი ირაკლი კაკაბაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელს გიგა კობალაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ამას წინათ გავრცელდა მუქარით სავსე წერილი ვინმე გიგა კობალაძისაგან, რომელიც იჩემებს ქართველი ავტორების ინტერეების ერთადერთ გამტარებლობას და გახლავთ 'საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის' გამგეობის თავმჯდომარე. სიმართლე უნდა ითქვას, უკვე 30 წელზე მეტია რაც ავტორი გახლავართ და უამრავ სხვა ავტორთან ვმეგობრობ არა მარტო ლიტერატურაში, არამედ მუსიკაში, თეატრალურ ხელოვნებაში, მხატვრობაში, ვიზუალურ ხელოვნებაში, პერფორმანსა-არტში და ქუჩის თეატრშიაც კი. საოცარია და ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არც ერთ ჩემს მეგობარს და საერთოდ არავის ჩემთან ერც კი უხსენებია რომ საქართველოში ავტორების უფლებებს იცავს ვინმე გიგა კობალაძე (რომელიც ფიზიონომიით ავტორს ნამდვილად არ ჰგავს - უფრო პოლიციელს მოგაგონებთ) და მით უმეტეს რაღაც ეფემერული 'საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია". 1989 წლიდან ბევრი ნაწარმოები მაქვს გამოქვეყნებული და მონაწილეობა მაქვს მიღებული როგორც ტექსტების ავტორს საკმაოდ ბევრი სიმღერის და სპექტაკლის შექმნაში.

ბატონი გიგა კობალაძე მუქარის ტონით წერს ავტორებს და პირდაპირ ეუბნება ყოველ ჩვენგანს: "ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ საქპატენტის წერილი, თავი შეიკავოთ სხვა არაკანონიერ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისაგან და გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ საავტორო უფლებათა ასოციაციაა უფლებამოსილი გასცეს ლიცენზია და შეაგროვოს თქვენი კუთვნილი ჰონორარი." - ჩემი აქამდე გამოცემული 6 წიგნი პრქტიკულად სრული ტირაჟით არის გაყიდული საქართველოში, 2 წიგნი ამერიკაში და 1 წიგნი ესპანეთში. თუმცა ბატონი კობალაძის ჰონორარი არათუ არ მინახავს, არც კი დამსიზმრებია. ბუნებრივია, ეს ვერც მოხდებოდა - რადგან ამ ორგანიზაციას საერთოდ არ ვიცნობდი აქამდე; მანამ, სანამ მოულოდნელად მუქარის წერილს არ მივიღებდი; მოგახსენებთ რომ 2004 წელს გერმანული ლეიბლის Max Ernst-ის მიერ გამოქვეყნდა გოგი ძუძუაშვილის და ჩემი ერთობლვად შექმნილი სიმღერა Postndustrial Boys, რომელიც საკლუბო მუსიკაში დიდი ხნის განმავლობაში ჩარტებშიც კი იყო და ლიდერობდა. ამის გარდა გოგი ძოძუაშვილთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული რამოდენიმე სხვა სიმღერის შექმნაში, რომლებიც აქტიურად ტრიალებდა მთელი, ევროპის, ჩრდილო ამერიკის, რუსეთის და სხვა ბაზრებზე. “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას” 2004 წლიდან დღემდე ჩემთვის (და ვფიქრობ გოგისთვისაც) ამის თაობაზე ხმა არ დაუძრავს, არათუ რაიმე ჰონორარი გამოუგზავნია, მაშინ როდესაც ეს სიმღერა საკმაოდ პოპულარული იყო მთელს მსოფლიოში და ბუნებრივია, მისი ავტორები გარკვეულ ანაზღაურებას იმსახურებდნენ. მე აგრეთვე ვთანამშრომლობდი ირაკლი ჩარკვიანთანაც, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი და პოეტია და არც მისი და მისი ოჯახის მიმართ ყოფილა 'საავტორო ასოციაცია' განსაკუთრებით გულუხვი - უფრო მეტიც, როგორც მე დანამდვილებით ვიცი ქეთათოსგან - მათი საავტორო უფლებების დარღვევა ბევრჯერ მოხდა და ამაზე ამ 'ასოციაციას' არასდროს რეაქცია არ მიუცია. ასევე მთელს მსოფლიოში კარგადაა ცნობილი ზურაბ რთველიაშვილის პოეზია და მუსიკალური პერფორმანსები - და არც მისგან მსმენია რაიმე დამაიმედებელი 'საავტორო ასოციაციის' შესახებ; არც ლადო ბურდულისგან გამიგია რაიმე კარგი ამ ორგანიზაციის შესახებ და არც რობი კუხიანიძისგან, არც სალომე კორკოტაშვილისგან და არც კიდევ უამრავი უნიჭიერესი ქართველი ავტორისაგან;

და ამასობაში, თურმე რას აკეთებდა ჩვენი 'საამაყო' ბატონი გიგა კობალაძე და მისი ასოციაცია: წინა წლებში რუსეთის შესაბამის ასოციციაებთან გარკვეული 'მოლაპარაკების' შედეგად ამ ჩვენმა საამაყო ორგანიზაციამ რუსეთის მრავალი ათასი კაფე-ბარიდან ქართველი ხელოვანების სასარგებლოდ შემოსავლად სულ რაღაც 28 ათასი დოლარი მიიღო და სამაგიეროდ საქართველოს ბევრად უფრო მცირერიცხოვანი კაფე-ბარებიდან რუს ხელოვანებს 3-ჯერ უფრო მეტი 115 ათასი დოლარი გადაურიცხა. ძალიან უცნაურია რომ 150 მილიონიან ქვეყანაში, სადაც უამრავი ქართული რესტორანიცაა და ისტაბლიშმენტიც, თურმე 28 ათასზე მეტი ვერ მოინახა ქართველი ავტორებისათვის. და ჩვენს 3 მილიონახევრიან საქართველოში ისეთი გულუხვები აღმოვჩნდით რუსების მიმართ, რომ მათ სამჯერ მეტი თანხა გაუგზავნა ბატონმა გიგა კობალაძემ. აქ ძალიან ლეგიტიმურად ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის ეს რიცხვები ხელოვნურად შეცვლილი, რომ ქართველი ავტორების ნაშრომების სანაცვლოდ რუსეთიდან გარკვეული 'ქეში' ჩამოვიდეს, რომელიც კორუფციული გარიგების შედეგად ამ 'ასოციაციის' სქელ ჯიბეებში ჩავიდოდა. რატომ არის ისე, რომ რობი კუხიანიძე, ქეთათო პოპიაშვილი, ლადო ბურდული თუ სხვა ქართველი მომღერლები ასეთ სიღარიბეში არიან და ქართველი გადამხდელის ჯიბიდან ბატონი გიგა ისევ ალა პუგაჩოვას ან იოსიფ კობზონის ოჯახს ამდიდრებს? სწორედ ამიტომაც არის რომ ქართველ ხელოვანთა ნაწილმა, მათს შორის ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მომღერალმა მარიკა თხელიძემ, რომლის სიმღეებიც აგრეთვე ძალიან დიდი ტირაჟით იყიდება დათო ხუჯაძესთან და სხვა მომღერლებთან ერთად შექმნეს ალტერნატიული საავტორო უფლებების ორგანიზაცია GERA, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი ჰონორარები მიიღეს, რომლებიც ამოღებული იქნა სწორედ რუსეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, სადაც უამრავი დაწესებულებაა, რომელიც არათუ ქართველების დაწერილ ინგლისურენოვან სიმღერებს, არამედ ქართულ სიმღერებსაც ისმენს. თურმე აღმოჩნდა რომ ბატონი გიგა კობალაძის მოზიდული 28 ათასი დოლარი ლამისაა ერთი ან ორი მომღერლის ჰონორარი ყოფილა და საქართველოს გაცილებით მეტი ნიჭიერი შემსრულებელი ჰყავს - და მათს უფლებებს სამწუხაროდ არავინ იცავს; როდესაც ჩარლზ სპენსერ ჩაპლინმა და დაგლას ფეირბენქსმა შექმნეს ხელოვანების უფლებების დაცვის ორგანიზაცია United Artists, მაშინაც მათ ბევრი კორპორატიული მტერი გაიჩინეს, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ხელოვანებს არაფერი ეკუთვნით და მხოლოდ პროდიუსერებმა და მენეჯერებმა უნდა გადაინაწილონ ხელოვანთა შემოსავალი; ამ ახალ ასოციაციას ძალიან კარგი მენეჯმენტი ჰყავს, რომლიც ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ ნებისმიერ ქართველ ხელოვანს მისი შრომა დაუფასდეს შესაბამისად; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რომ საქართველოში გადაიძლიოს ის სტერეოტიპი, რომ ხელოვანი აუცილებლად პროდიუსერის მონა უნდა იყოს - ეს ასე არ არის;

ამ ასოცაციის გაჩენის შემდეგ ბატონმა გიგა კობალაძემ სასწრაფოდ დაიწყო მუქარის წერილების შედგენა - სადაც ლამისაა ციხეში ჩასმით ემუქრება ყველა იმ ქართველ ხელოვანს, რომელიც მას არ დაეხმარება ისედაც ძალიან მდიდარი ალა პუგაჩოვას კიდევ უფრო გამდიდრებაში; მე ალა პუგაჩოვას და საერთოდ რუსული ხელოვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს - რუსული პოეზიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი ბიძად მეკუთვნის - ახლო ნათესავად; მაგრამ, ეს კოლონიურ-კორუფციული ურთიერთობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - და ქართველ ხელოვანებს უნდა გადაეცეს ის თანხა, რომელსაც ისინი თავისი შრომით ნამდვილად იმსახურებენ; აშკარაა, რომ ბატონი კობალაძე ქართველ ხელოვნებს თავის კუთვნილ თანხას უმალავს ანაც კიდევ უფრო უარესი და მერე უკვე მუქარაზე გადადის; როგორც ეტყობა აქ გრუ-ში მომუშავე მეგობრების გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა, როდესაც ბატონმა კობალაძემ და მისმა მეგობრებმა რუსულ პრესაში აშკარად დეზინფორმაციული სახის წერილი გამოაქვეყნეს სახელად Авторам Грузии грозит рейдерский захват (ქართველ ავტორებს რეიდერული მოტაცება ელით). ამ სტატიის ავტორი რუსულ გრუ- მიერ დაფინანებულ საიტზე  https://compromat.group/…/13316-avtoram-gruzii-grozit-reyde… აქვეყნებს სრულიად დაუჯერებელ და დეზინფორმაციულ ინფორმაციებს იმის თაობაზე, რომ თურმე GERA - აღმასრულებელი დირექტორი ბაკუნა გვარიშვილი, ბრიტანული დაზვერვის წარმომადგენელია საქართველოში. ამ საშინლად დეზინფორმაციულ სტატიაში, რომელიც ბატონი კობალაძის დაკვეთით არის აშკარად დაწერილი მისი გრუ- წარმომადგენელი მეგობრების მიერ მათივე საიტზე წერია. თურმე ბაკუნა გვარიშვილი MI-6-ის იმდენად გავლენიანი, და თანაც 'ზვიადისტი' (ამავე დროს 'ვერის საძმოს' წევრი) თანამშრომელი ყოფილა, რომ მას უშუალოდ მიუღია მონაწილეობა ლიბიის ლიდერის მუანმარ კადაფის ამერიკელების მიერ დამხობაში, უკრაინის 2013 წლის 'ევრომაიდანის' რევოლუციაში და ამერიკა-ჩრდილო კორეის მოლაპარაკებებში განიარაღების თაობაზე; ამავე დროს თურმე ბაკუნა გვარიშვილი თანამშრომლობდა ან ბრიტანული დაზვერვის მიერ ჩანერგილი იყო ირლანდიის რესპუბლიკურ არმიაში 2001 წელს და მაიკლ მაკკევიტის და მისი 12 თანამებრძოლის დაჭერის შემდეგ სასწრაფოდ დატოვა ინგლისის სამეფო. პარალელურად, თურმე ბაკუნა გვარიშვილი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო ბორის ბერეზოვსკისთან. ის თურმე დღევანდელ დღემდე ინარჩუნებს კავშირებს ბრიტანულ დაზვერვასთან და მის 'ბინძურ საქმეებში' მონაწილეობს საქართველოში.

პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ბატონი გიგა კობალაძის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს - მისი გრუ-ელი მეგობრები რუსული საიიდან შემდეგ ბრიტანული დაზვერვის საშუალებით რუსუდან და მაია კერვალიშვილების დაჭერასაც აბრალებენ (საერთოდ რა საქმე აქვს ბრიტანულ დაზვერვას ამ საქმესთან?).

მოკლედ, ბატონი გიგა კობალაძის და მისი კომკავშირელი მეგობრების ავადმყოფური ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ ქართველი არტისტების უფლებების დამცველი ორგანზიაციის ლიდერი ისე წარმოაჩინა, როგორც ბრიტანელი აგენტი 007-ისა და ამერიკელი ჰენრი კისინჯერის მეტად გავლენიანი ნაზავი, რომელიც არა მხოლოდ ამერიკისა და სამხრეთ კორეის კონფლიქტს აგვარებს, არამედ 'ცენტრ პოინტის' დამფუძნებლებს და ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ლიდერებსაც კი აჭერინებს შესაბამისად საქართველოსა და ბრიტანეთის მთავრობებს.

ბატონ კობალაძეს აშკარად უნდა რომ ქალბატონ ალა ბორისოვნა პუგაჩოვას და იოსიფ კობზონის ოჯახებს დაეხმაროს და ქართველი გადამხდელის ხარჯზე მილიონები გაუგზავნოს - რა თქმა უნდა ის ამაში არანაირ 'ატკატებს' არ ელის - ეს მისი სიყვარულის ნიშანია რუსული პოპ-კულტურის მიმართ. ეს მისი ნებაა. მაგრამ, ბაკუნა გვარიშვილის და ბრიტანული დაზვერვის დადანაშაულება სრულიად აბსურდულ საქმეებში - მუანმარ კადაფის განადგურებასა და ევრომეიდანის რევოლუციის მოწყობაში - ეს უკვე აშკარად სცილდება ყოველგვარი წარმოსადგენი სიცრუის საზღვრებს. თუკი სულხან საბა ორბელიანმა დაწერა 'სიბრძნე სიცრუისა' - ბატონ გიგა კობალაძეს და მის მეგობრებს რუსული დაზვერვიდან თავისუფლად შეუძლიათ დაწერონ არაჩვეულებრივი ნაწარმოები 'სიბრიყვე სიცრუისა'. ეს ალბათ უკანასკნელი თაობის კომკავშირლების გავლენაა ბატონ კობალაძეზე, რომელთაც კორუფციამ იმდენად შეუკრა გონება, რომ მათ აღარ იციან სად გადის ზღვარი რეალობასა და მათს წარმოსახვით სამყაროს შორის.

 

დღეს ჩვენთვის აუცილებელია ქართველი ხელოვანების უფლებების დაცვა, რომელთაც რუსეთშიაც და სხვაგანაც აქამდე უმოწყალოდ ძარცვავდნენ - და მათი შრომის შედეგის მათთვის სამართლიანად გადანაწილება. საქართველოს მთავარი კაპიტალი ხომ ჩვენი შემოქმედებაა. ამ ქვეყანას უამრავი უნიჭიერესი შემოქმედი ჰყავს და სწორედ მათ უნდა დაეხმაროს საქპატენტიც და სხვა ორგანიზაციებიც. ამას აკეთებს ბაკუნა გვარიშვილი. კარგი იქნება თუ სხვებიც ამას გააკეთებენ, იმის მაგივრად რომ ლიბიის დიქტატორის მკვლელობის სრულიად წარმოუდგენელი ვერსიები გაავრცელონ მთელს მსოფლიოში”- წერს ირაკლი კაკაბაძე.

 

 

big_banner
არქივი