logo_geo
დინა მირცხულავა: ცოტა ფრთხილად წერეთ გარდაცვლილ ადამიანებზე... თქვენთვის რომ „ჰარიჰარალოა“, ვიღაცისთვის ტრაგედიაა ის!
- +

7 ივნისი. 2019. 12:40

 

 

საზოგადოების რეალური სახე - ორი ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლო დარბაზში ნათესავები ტაშით შეხვდნენ...

 

რამე გმირობა ჩაიდინა და არ ვიცით?!

 

გოგომ თავი მოიკლა, ბიჭმაც მოიკლა თავი, კიდევ გოგომ, კიდევ ბიჭმა და უამრავი იწერება - იცით, თქვენ მშიშრები ხართ, იცით, თქვენ გეშინიათ ცხოვრება, იცით, მოდაშია თვითმკვლელობა და ა.შ.

 

გასაცოდავებული, გაუბედურებულო, ფსიქიკადანგრეული ბავშვების კითხვებზე - ესაა პასუხები.

ყაზბეგში ბიჭი მოკვდა ავიაკატასტროფაში და უამრავი კომენტარია - მარტო საქართველოში კი არ ხდება, აი, გუშინ იმათთან ჩამოვარდა კიდევ თვითმფრინავი და მოკვდნენ ადამიანები...

 

რომელიღაც ორმოცმილიონიანი ქვეყნის ამბავი მოჰყავს მაგალითად...

 

გარდაცვლილის დედას არ აინტერესებს ეგ ამბავი...

 

ცოტა ფრთხილად წერეთ გარდაცვლილ ადამიანებზე, ცოტა ფრთხილად...

 

ვინმეს რომ ეთქვა დედაჩემისთვის, იცით, ქალბატონო, თქვენმა შვილმა მანქანას გადაურბინა და იმიტომ მოკვდაო, ვინმე რომ ჩემი ძმის მკვლელს ტაშით შეგებებოდა, ვინმეს რომ სხვა ქვეყნის სტატისტიკა მოეყვანა მაგალითად, დედაჩემი ხელახლა მომიკვდებოდა...

 

ან ჩემს თვითმკვლელ მეგობარზე რომ ეთქვათ, მშიშარა იყო, ვერ გაუძლო და ეგეთები, მკვდარიც კი გაიცინებდა იქ და მე აქ არ ვიცი, რას ვიზამდი...

 

მშიშარა კი არ იყო, ზოგიერთებივით ვერ იკადრა რაღაცები და გაერიდა აქაურობას...

 

რომელიმე თვითმკვლელს იცნობდით, რა უჭირდათ, რა სტკიოდათ, რა ადარდებდათ?!

 

თქვენთვის რომ „ჰარიჰარალოა“, ვიღაცისთვის ტრაგედიაა ის!

 

 

big_banner
არქივი