logo_geo
1914 წლის 10 ივნისს გიორგი ასათიანი დაიბადა
- +

10 ივნისი. 2019. 15:47

 

 

1914 წლის 10 ივნისს დაიბადა სახელოვანი ქართველი კინოდოკუმენტალისტი, ოპერატორი, სცენარისტი და კონოჟურნალისტი, საქართველოს და სსრკ სახალო არტისტი და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი გიორგი ასათიანი. ჩემს თაობას კარგად ემახსოვრება მისი უცნობილესი დოკუმენტური ფილმები, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყო „მსოფლიო ტაშს უკრავს“, როდესაც გიორგი ასათიანმა პირველმა აღბეჭდა ფირზე ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ტრიუმფალური მოგზაურობა და შედევრალური ცეკვები მსოფლიოს გარშემო.

 

გიორგი ასათიანი მსახურობდა საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, ამზადებდა სიუჟეტებს საქართველოს კინოქრონიკისთვის, იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ერთდროულად სცენარისტი, რეჟისორი და ოპერატორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „დიდი სამამულო ომის“ დროს, რომელსაც დღეს მეორე მსოფლიო ომს უწოდებენ, გიორგი ასათიანი მსახურობდა სამხედრო კორესპონდენტად და ფრონტის წინა ხაზის არაერთი დოკუმენტური მასალა გადაიღო და შემოგვინახა, მათ შორის ჩემი ნათლიის მამის - გენერალ პორფირე ჩანჩიბაძის გვარდიული არმია.

 

ასევე შეგახსენებთ გიორგი ასათიანის სხვა დოკუმენტურ ფილმებს: „ნაირსართულიანი ამერიკა“, „მეხუთე კონტინენტის გზები“, „ნილოსის სათავეებთან“, „აყვავებული საქართველო“, „ ბასკთა ქვეყანაში“, „ნადირობა ჯუნგლებში“, „ინკების ქვეყანაში“, „პარიზი... პარიზი“ და მრავალი სხვა. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელი შეიქნა გიორგი ასათიანის ყველა ფილმის მოძიება ინტერნეტში... და... კიდევ მეტად სამწუხარო იქნება, თუ მისი გადაღებული ლეგენდარული ფილმები დაუდევრობის გამო დაიკარგა. მისასალმებელია, რომ გორში, კინოსტუდია „მემატიანეს“ ინიციატივით, გაიმართა სახელოვანი კინოდოკუმენტალისტის ორი ფილმის „აყვავებული საქართველოს" და „მსოფლიო ტაშს უკრავს“ ჩვენება. ღონისძიებას ბატონი გიორგის ოჯახის წევრები დაესწრნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ საინტერესო კინოხელოვანის ცხოვრება და მოღვაწეობა.

 

გიორგი ასათიანი გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი