logo_geo
თეა ფირცხალავა: გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს
- +

1 ივნისი. 2019. 17:19

 

 

გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს.

 

გავიხსენოთ და გავყვეთ წმ. ნინოს ნაკვალევს:

 

წმინდა ნინო დაიბადა კაბადოკიის ქალაქ კოლესაში, ზაბულონისა და სუსანას ოჯახში, სადაც 12 წლამდე იზრდებოდა. შემდეგ მშობლებთან ერთად იერუსალიმში გადასახლდა. იმავე პერიოდში გაიცნო სომეხ დიდებულთა ნათესავი რიფსიმე. იერუსალიმში შეიტყო, რომ ქართველმა ებრაელებმა მაცხოვრის კვართი მცხეთაში წაიღეს.

 

317 წელს ნინო, რიფსიმე და მათი მეგობარი გოგონები რომის იმპერიიდან გაიქცნენ და თავი სომხეთს შეაფარეს. 40 ქრისტიანი გოგონადან ნინო იყო ერთადერთი, ვინც თავი დააღწია სომეხთა მეფის თრდატ III–ის ბრძანებას უბიწო ქრისტიანი ქალიშვილების ქვებით ჩაქოლვაზე, მას შემდეგ, რაც რიფსიმემ უარი უთხრა დამორჩილებაზე.

 

ნინო ველური ვარდის ბუჩქებში დაიმალა, სადაც მას უფლის ხმა ჩაესმა, რომ გზა აღმოსავლეთით განეგრძო. დაახლოებით 319 წელს ნინო საქართველოს მიწაზე აღმოჩნდა. პირველად ულამაზესი ჯავახეთის მთები და ფარავნის ტბა იხილა, სადაც მეთევზეები ლავაშითა და კალმახით გაუმასპინძლდნენ. შემდეგ ფოკაში ჩავიდა. იქ კვლავ გამოეცხადა უცხო მამაკაცი, რომელმაც წერილი გადასცა და ურჩია, მცხეთაში ჩასულიყო და წარმართი მეფე ქრისტიანად მოექცია. წერილში ეწერა ციტატები სახარებიდან და ნინო მიხვდა, რომ მინიშნება უფლისგან მოდიოდა.

 

ჯავახეთის მთების გავლით ნინო სატახტო ქალაქ მცხეთაში ჩავიდა, რომელსაც კერპთაყვანისმცემელი მეფე მირიანი განაგებდა. იგი მეფის მებაღესთან ჩასახლდა და მრავალი სნეული, მათ შორის დედოფალი ნანაც განკურნა. წმინდა ნინოს ქადაგებით მეფე-დედოფალი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოექცნენ.

 

326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

 

წმ. ნინოს მეშვეობით მოძიებული უფლის კვართის ადგილას მცხეთაში სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი აიგო.

 

წმინდა ნინოს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე.

 

წმინდა ნინო გარდაიცვალა 14 (27) იანვარს. იგი დაკრძალულია სიღნაღში, ბოდბის მონასტერში.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

big_banner
არქივი