logo_geo
გიორგი ბარამიძე პასუხისმგებლობას აქციის მონაწილეებს აკისრებს - „ხალხს უნდოდა საქართველოს პარლამენტში შესვლა“
- +

21 ივნისი. 2019. 11:57

 

 

„აქ მოვიდნენ ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები, ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ამ მოღალატური ნაბიჯის გამო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ისაუბრა.

 

„პარლამენტში შეჭრაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ხალხმა ეს სპონტანურად თვითონ გააკეთა. ხალხი არის გაბრაზებული და ერთობლივი გადაწყვეტილება არავის არ მიუღია. ჩვენ ვცდილობდით, რომ ხალხი დაგვეშოშმინებინა. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. ხალხი გია ბარამიძეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ მოუყვანია. ჩვენ ყველანი მოვედით, ჩვეულებრივი მოქალაქეები. არ გავჩერდებით, ვაპირებთ კონსტიტუციური, მშვიდობიანი და კანონით დაშვებული გზის გამოყენებას“, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ  ეთერში გააკეთა.

 

მისი თქმით, ხალხს უნდოდა საქართველოს პარლამენტში შესვლა.

 

„იმისთვის, რომ ის უწმინდურობა გაიწმინდოს. რუსის დროშა რომ დაგვახურეს თავზე. პუტინის საცეცი და მეტასტაზი რომ დაგვასვეს თავზე. საქართველოს პარლამენტში რომ ჩვეულებრივი ადამიანები შევიდნენ, რამე დაემართება ამ პარლამენტს? იმაზე უარესი, ვიდრე გავრილოვი იყო შესული?“ - განაცხადა ბარამიძემ.

 

რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის გვერდზე იდგება.

 

„აქ მოვიდნენ ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები, ვინც შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ამ მოღალატური ნაბიჯის გამო. ამაზე მეტი მორალურად, ემოციურად, სიმბოლურად რა შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს ქართულ სახელმწიფოს ივანიშვილმა? პირდაპირ პუტინი უნდა მოეყვანა და დაესვა საქართველოს პარლამენტის დარბაზში?“ - განაცხადა ბარამიძემ.

 

პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი