logo_geo
ჯაბა ხუბუა თამარ ბაღაშვილს: ეგ ტყვია არ კლავს! ეგ ტყვია 26 მაისს ბექა სივსივაძეს 30 ერთად ესროლა, შენ რომ რეჟიმს ემსახურებოდი, იმან!
- +

ავტორი ჯაბა ხუბუა

28 ივნისი. 2019. 12:02

 

თამარ ბაღაშვილისა და ნამდვილი ტყვიის შესახებ

 

თამარ ბაღაშვილი, ეგ ტყვია, შენ რომ მოგხვდა, არ კლავს, ძვირფასო! ეგ ტყვია 2011 წლის 26 მაისს ჩემ კოლეგას და მეგობარს, მაშინ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს ბექა სივსივაძეს 30 ერთად ესროლა, შენ რომ რეჟიმს ემსახურებოდი, იმან. მთელი სხეული დაფლეთილი ჰქონდა. ასევე გიორგი მამაცაშვილსაც. სხვათაშორის, მაშინ არც შენ და არც შენი არხის რომელიმე წარმომადგენლს 30-წამიანი სიუჟეტიც არ მიგიძღვნიათ რეზინის ტყვიებით დახვრეტილი ჟურნალისტებისათვის.

 

თამარ, ძვირფასო, ტყვია, იცი, რომელი კლავს? გურამ შარაძეს რომ ესროლა შენმა მშობლიურმა რეჟიმმა, ის!

 

ტყვია, იცი, რომელი კლავს? ხელებაწეულ ბუტა რობაქიძეს რომ ესროლა, გიორგი გამცემლიძეს რომ ესროლა, ზურა ვაზაგაშვილს რომ ესროლა, გია კრიალაშვილს რომ ესროლა შენი სათაყვანებელი მერაბიშვილის პოლიციამ, ის!

 

კიდევ, იცი, რომელი ტყვია კლავს, თამარ? როინ შავაძეს რომ ესროლა შენმა ჯილა რეჟიმმა, ის. კიდევ, იცი, რომელი? შენი ტელევიზიის მიერ გმირად შერაცხილმა რომან შამათავამ შუა ზღვაში, კატერზე შუბლი რომ გაუხვრიტა დათო ცინდელიანს და პაატა ქარდავას, ის ტყვია კლავს, ჩემო კარგო! კიდევ, იცი, რომელი ტყვია კლავს? ნავთლუღში აჭარელ ახალგაზრდა ბიჭებს რომ დაახალა და მერე საკონტროლოც რომ მიაყოლა დათა ახალაიამ, ის. თამარ-ქალო, „რ-2“-ის თვალო, ასეა ეს და გახარია სისხლიან ჯალათად რომ გამოაცხადო, როგორც მინიმუმ, ნამდვილი სისხლიანი ჯალათების პარტიულ ტელევიზიაში არ უნდა მუშაობდე. გისურვებ, მალე მოგეშუშებინოს იმ ტყვიით მიყენებული ჭრილობა, რომელიც არ კლავს, თუმცა კი, ჩემი ქვეყანა კიდევ კარგა ხანს ვერ მოირჩენს იმ ჭრილობებს, რომლითაც შენი ლეტალური ტელევიზია ფლეთს მის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ სხეულს.

 

 

big_banner
არქივი