-
+
5 ივლისი. 2019. 14:40
გავრილოვის სია
ნაცები ითხოვენ, პარლამენტმა მიიღოს ე.წ. გავრილოვის სია. დავეხმაროთ ნაცებს:
მაშ, ასე:
- მიხეილ სააკაშვილი - მსახურობდა უკრაინის სასაზღვრო ჯარში, რომელიც საბჭოთა „კაგებეს“ პირდაპირი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა; სამხედრო ფიცი დადებული აქვს „კაგებეს“ ჯარში; ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც „ვარდების რევოლუციის“ წინა ღამეს პარლამენტის წინ აქციაზე ესტუმრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი; შევარდნაძემ სახლში წასვლისა და ხელისუფლების სააკაშვილისათვის გადაბარების გადაწყვეტილება მიიღო სწორედ იგორ ივანოვთან შეხვედრის შემდეგ;
- თემურ ალასანია - მიხეილ სააკაშვილის გამზრდელი ბიძა; საბჭოთა „კაგებეს“ მაღალჩინოსანი; გაერო-ს განიარაღების კომიტეტის წევრი რუსეთის კვოტით; 2008 წლის აგვისტოში რუს გენერალ ბორისოვთან ერთად იმყოფებოდა გორში, გადაადგილდებოდა ბორისოვის ავტომობილით;
- გრიგოლ ვაშაძე - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების თანამშრომელი; რუსეთის მოქალაქე 2009 წლამდე; რუსული პასპორტით მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად და კულტურის მინისტრად;
- კობა ნაყოფია - „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი; სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი; კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი; „კაგებეს" მაღალჩინოსნის, პუტინთან დაახლოებული სერგეი გენერალოვის ბიზნესპარტნიორი;
- გიორგი ბარამიძე - აქტიურად მონაწილეობდა კრემლის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაში 1991-92 წლებში; იყო კრემლის მიერ ხელდასხმული ხუნტის პოლიტიკური მოკავშირე და შემდგომში მისი წევრი; 1994 წელს, როგორც პარლამენტის დეპუტატმა, ხმა მისცა საქართველოს „ესენგეში“ შესვლას;
- გიგა ბოკერია - აქტიურად მონაწილეობდა კრემლის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებაში 1991-92 წლებში, როგორც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი; იყო კრემლის მიერ ხელდასხმული ხუნტის პოლიტიკური და იდეოლოგიური მოკავშირე;
- ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი; დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი; მამამისი გოგი ხოშტარია განუდგა ზვიად გამსახურდიას და გადავიდა კრემლის მიერ მართული პუტჩისტების მხარეს;
P.S. სია არასრულია. შეგიძლიათ განავრცოთ.