logo_geo
„ქალისადმი სიყვარულიც ვაჟასეულ-ფილოსოფიური იცოდა იმ დალოცვილმა...“ - 1861 წლის 14 ივლისს ვაჟა-ფშაველა დაიბადა
- +

14 ივლისი. 2019. 12:52

 

„ოცნებავ, ჩანგი მომართე, ტირილის ნაცვლად მაცინე;

არ კმარა, რაც რომ ვიტანჯე და რაც ცრემლები მადინე?!“

 

1861 წლის 14 ივლისს დიდი ვაჟა დაიბადა.

 

ტირილით მეცინება, როდესაც ჩემს პატარა ქვეყანას, რომელმაც რუსთაველის და ვაჟა ფშაველას დონის მწერლები და ფილოსოფოსები შვა, ვიღაც, სულ „ახლახანს გამოჩეკილი“ ან, თუნდაც, ხანგრძლივი ისტორიის მქონე ვეებერთელა სახელმწიფოები ჭკუას არიგებენ და ცხოვრებას, სიყვარულს და სამართლიანობას ასწავლიან... მერე რა, რომ დროებით გვიჭირს? ჩვენს წინაპრებს არ უჭირდათ?! მეტს აღარაფერს ვიტყვი... მოვერიდები მწარე–მწარე სიტყვების დაწერას... დღეს ხომ დიდი ვაჟას დღეობაა... მწარე სიტყვა რა მოსატანია დღეს...

 

ქალისადმი სიყვარულიც რა თავისებური, ვაჟასეულ-ფილოსოფიური იცოდა იმ დალოცვილმა...

 

უხხხხ, აი, ასეთი სიყვარული იცოდა:

 

„თქვენ რომ არ გვყვანდეთ, ქალებო,

რა იქნებოდა ქვეყანა?

ვისაც რაც უნდა, ისა სთქვას,

მე-კი გადარებთ მზესთანა.

ბნელს გულში სხივი ჩადგება,

როს თქვენა გხედავსთ თვალია,

ავსდგები თქვენსა საცქერლად,

კიდეც რომ ვიყო მკვდარია...“

 

დიდ ვაჟას გაუმარჯოს!

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219968018970608

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი