logo_geo
თეა ფირცხალავა: კაფე „ფლორიანსი“, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ მოდილიანი, ჰემინგუეი, ჩაპლინი და სხვა უცნობილესი ადამიანები
- +

10 ივლისი. 2019. 18:08

 

კაფე „ფლორიანს“ ხშირად სტუმრობდნენ მარსელ პრუსტი, საშა გიტრი, ჟან კოკტო, ამედეო მოდილიანი, ერნესტ ჰემინგუეი, ჩარლზ დიკენსი, ჩარლი ჩაპლინი, ალფრედ ჰიჩკოკი, იოსიფ ბროდსკი და მსოფლიოს სხვა უცნობილესი ადამიანები... ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

1640 წელს ვენეციაში, სან-მარკოს მოედანზე, გაიხსნა ევროპის პირველი ყავახანა „არაბი“, სადაც თურქეთიდან შემოტანილი ყავის მოხალულ მარცვლებს ყიდდნენ და იქ მხოლოდ კაცებს უშვებდნენ.

 

1740 წელს იმავე ყავახანაში გაიხსნა კაფე, რომელსაც მისი ახალი მფლობელის ფლორიან ფრანჩესკოს სახელი შემორჩა. „ფლორიანი“ იყო პირველი კაფე ვენეციაში, რომელშიც კაცებთან ერთად - ქალებსაც უშვებდნენ. იგი მალე იქცა მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილად. იქ მიდიოდნენ არა მხოლოდ ყავის დასალევად, არამედ ერთმანეთთან სასაუბროდ და ახალი ადამიანების გასაცნობად. ეს კაფე დღემდე ფუნქციონირებს და იგი ქალაქის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათად ითვლება.

 

იწერება, რომ სწორედ კაფე „ფლორიანიდან“ დაიწყო ცნობილი ვენეციის ბიენალეს ისტორია, რადგან მხატვრები კაფეს ინტერიერში სიამოვნებით ფენდნენ ხოლმე თავიანთ ნამუშევრებს.

 

P.S. დააკვირდით, „ფლორიანის“ ფასადი (პირველი ფოტო) დღესაც ისეთია, როგორიც თავდაპირველად იყო... ჩვენთან კი ყველაფერს ვსპობთ - „რესტავრაციის“ ეგიდით, იმის ნაცვლად, რომ კონსერვაცია განხორციელდეს.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10219935027145833

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი