logo_geo
თეა ფირცხალავა: 1895 წლიდან დეგა ფოტოგრაფიამ გაიტაცა, ფოტოაპარატიც იყიდა და...
- +

19 ივლისი. 2019. 17:48

 

 

1895 წლიდან დეგა ფოტოგრაფიამ გაიტაცა, ფოტოაპარატიც იყიდა და... უკიდურესი ენთუზიაზმით შეუდგა ფოტოების გადაღებას.

 

ის, რომ დეგა ფოტოგრაფი იყო, მისი ხელოვნების ბევრმა თაყვანისმცემელმა დღესაც არ იცის, რადგან ეს ფაქტიც და მისი ფოტოებიც ნაკლებადაა ცნობილი. იწერება, რომ დეგა ფოტოგრაფიაშიც ნოვატორი იყო, რადგან ერთგვარ ექსპერიმენტებს ატარებდა შუქით. ამბობდა, ფოტოგრაფია დამატებით და ზუსტ ინფორმაციას მაწვდის მოძრაობაზე და ხელიდან გაქცეული მომენტების დაჭერის საშუალებას მაძლევსო.

 

ედგარ დეგას ნახატებზე ხშირად ამბობდნენ, ფოტოგრაფიულ სურათებს გვაგონებენო. მართლაც ასეა. მაგალითად, მისი ნახატი „ბალეტის რეპეტიცია სცენაზე“ კინოფირის გაჩერებულ კადრს მოგაგონებთ, რადგან იგი ზუსტად გადმოსცემს ყველაზე უმნიშვნელო ჟესტებს და მომენტებსაც კი.

 

დეგა ფირზე აღბეჭდავდა ხოლმე მეგობრებს და ოჯახის წევრებს, საოცარი ოსტატობით იღებდა ფოტო-ავტოპორტრეტებს. ფოტოების უმეტესობა გადაღებულია სადილის დროს, დიდ სუფრებზე, ნავთქურ(ებ)ის შუქზე და ა.შ. ფოტოებზე ნახავთ ოგიუსტ რენუარს და პოეტ სტეფან მალარმეს, რომლებიც დეგამ 1895 წელს გადაიღო. ასევე ნახავთ ქალების ცხოვრების ყოველდღიურ რიტუალს, მაგალითად, დილით წინდების ჩაცმას, თმის ვარცხნას... ასევე ნახავთ დეგას ბავშვობის მეგობარს ლუიზა ჰალევის, რომელსაც წიგნით ხელში ჩასძინებია, ხოლო მთელ სცენას ნავთქურა ანათებს. ყველაზე საინტერესოა დეგას ავტოპორტრეტი და მისი დიასახლისი ზოი ქლოისერი. ასევე ნახავთ აბაზანიდან გამოსულ ქალს, რომელიც თმას იშრობს, იქვე ნახავთ კვლავ ბალერინას ფოტოს, რომლის კაბა ნახევრად სიბნელეში, ნავთქურის შუქზე, რომელიც არსად მოსჩანს, საოცრად ანათებს...

 

მოკლედ, დაათვალიერეთ ედგარ დეგას ფოტოგამოფენა, დააკვირდით მოდელების სახესა და თვალებს და მიიღეთ უდიდესი სიამოვნება.

 

დღემდე გადარჩენილია ედგარ დეგას გადაღებული 50-მდე ფოტო და მათი უმეტესობა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, პოლ გეტის მუზეუმში და საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაშია დაცული.

 

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი