logo_geo
თეა ფირცხალავა: ანა ახმატოვა მრავალი შემოქმედის მუზა იყო, მათ შორის ჟორჟ ანენკოვისაც...
- +

23 ივლისი. 2019. 14:41

 

ანა ახმატოვა მრავალი შემოქმედის მუზა იყო, მათ შორის ჟორჟ ანენკოვისაც. დღეს შემოგთავაზებთ მხატვრის მიერ შექმნილ ანა ახმატოვას ორ პორტრეტს.

 

ანა ახმატოვამ და იური ანენკოვმა ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს, შემდეგ კი პარიზში შეხვდნენ და დამეგობრდნენ. ანენკოვის წიგნში „ჩემი შეხვედრების დღიური“ ანა ახმატოვას და მის შემოქმედებას მთელი ერთი თავი ეთმობა.

 

თუ დააკვირდებით ანა ახმატოვას პირველ პორტრეტს, რომელიც გუაშითაა შექმნილი, უდიდესი პოეტესას თვალებში უდიდეს სევდას დაინახავთ... და რაკი თვალები ადამიანის სულის სარკეა, ამიტომ პორტრეტშიც თვალნათლივაა წარმოჩენილი ანნას მღელვარე სული, „სხვანაირი“ სილამაზე და მოხდენილობა, თითქოს უჩინარი, მაგრამ საოცრად ხილული თავისუფლება და „თანდაყოლილი“ ტკივილი, რომელსაც ეს დიდი ქალი იმ წლებში „ზიდავდა“... ანნაზე შეყვარებულმა ერთმა ხელოვანმა მთელი აქცენტი ანნას წარბებზე გააკეთა, ღრუბლებივით მსუბუქნი არიანო, წერდა, თავად ანენკოვმა კი ანა ახმატოვას „სევდიანი ლამაზმანი“ შეარქვა...აი, ასე ხედავდა ანენკოვი დიდ პოეტესას და ასეთად ხედავდნენ მას სხვა მხატვრებიც...

 

მოგვიანებით იური ანენკოვი წერდა, რომ სეანსებზე ანა ახმატოვა სამაგალითო მოთმინებას იჩენდა, მშვიდად იჯდა და ისინი რაღაც განყენებულ თემებზე საუბრობდნენ... ანა ახმატოვა და განყენებული თემა?! ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მაინც... მოკლედ, როგორც ჩანს, ისინი საუბრობდნენ ყველაფერზე და არაფერზე...

 

იური ანენკოვის ეს ორი შედევრალური პორტრეტი მართლაც განუმეორებელია. არაპროფესიონალიც კი მიხვდები, რაოდენ დიდი ხელოვნება იმალება ამ თითქოსდა საოცარ სიმარტივეში, მინიმუმამდე დაყვანილ ხაზებში, რომლებიც საოცარ პორტრეტულ მსგავსებას აღწევენ...

 

აქვე გეტყვით, რომ ანა ახმატოვას გუაშით შესრულებული ეს პორტრეტი 1 მილიონ 380 ათას აშშ დოლარად გაიყიდა „სოთბის“ აუქციონზე.

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220046980544598

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი