logo_geo
თეა ფირცხალავა: „აბსენტის“ გამო ედგარ დეგა კრიტიკოსების ქარბორბალაში მოექცა...
- +

19 ივლისი. 2019. 15:20

 

1876 წელს ედგარ დეგა ჩვეულებისამებრ მივიდა თავის საყვარელ კაფეში „ახალი ათენი“ და უცებ, ძველი ნაცნობი მხატვარი მარსელენ დებუტენი და მსახიობი ელლენ ანდრე დაინახა, რომლებიც მაგიდას უსხდნენ და აბსენტს მიირთმევდნენ. ის სცენა დეგამ ტილოზე გადაიტანა და ასე შეიქმნა „ჭიქა აბსენტით“ (ან „აბსენტი“), რომელიც დღეს პარიზის „ორსეს“ მუზეუმშია დაცული.

 

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან კაფე „ახალი ათენი“ ძალზე მოდური ადგილი გახდა. იქ „ჩასახლდნენ“ იმ დროის ცნობილი იმპრესიონისტები და სრულიად პარიზის ინტელექტუალური ბოჰემა. კაფეში მიდიოდნენ არა მხოლოდ დეგა, არამედ ანრი მატისი, კამილ პისარო, ჟორჟ სერა, ვან გოგი, ექსცენტრიული კომპოზიტორი და პიანისტი ერიკ სატი და მუსიკალური იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, კომპოზიტორი მორის რაველი...

 

პარიზის სენ-ჟორჟის რაიონში, რომელშიც კაფე იყო, პარიზის ნაღები საზოგადოება ცხოვრობდა, მათ შორის ალექსანდრე დიუმა-შვილი, ჟორჟ სანდი, ფრედერიკ შოპენი, რომლებიც ასევე სტუმრობდნენ ხოლმე მოდურ კაფეს და მალე, რაიონსაც კაფეს სახელი „მიეწება“, რადგან იგი შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად იქცა.

 

„აბსენტის“ გამო ედგარ დეგა კრიტიკოსების ქარბორბალაში მოექცა... დეგას უკითხავს, ვინ არიან, რისთვის მაკრიტიკებენ, რა უნდათო... მეგობარს უთქვამს, ვინ არიან და ხელოვნებათმცოდნეებიო... დეგას ღიმილით უპასუხია, მხოლოდ სულელი მხატვრები ელიან კომპლიმენტებს ადამიანებისგან, რომელთაც თავად არასოდეს არაფერი შეუქმნიათო...

 

მოკლედ, ედგარ დეგას ამ კონკრეტული და მრავლისმეტყველი, თუმცა სადავო „შეფასების“ შეფასებას თქვენს კომპეტენციაში ვტოვებ.

 

ფოტოზე: მსახიობი ელლენ ანდრე და მხატვარი მარსელენ დებუტენი

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220011852866428

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


https://i.postimg.cc/4NkSKgnh/4.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი