logo_geo
1894 წლის 25 ივლისს გავრილო პრინციპი დაიბადა
- +

25 ივლისი. 2019. 19:43

 

 

 

Is fecit cui prodest - ანუ, ეს გააკეთა იმან, ვისაც აწყობდა, ანუ ვინც ისარგებლა ამით, ანუ სტატუსი პარალელებით...

 

1894 წლის 25 ივლისს დაიბადა მე-20 საუკუნის უცნობილესი ტერორისტი, სერბ ნაციონალისტად წოდებული გავრილო პრინციპი, რომელმაც მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი და მისი ფეხმძიმე მეუღლე სოფია ჰოტეკი და ეს გახდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი. ხაზს ვუსვამ, ეს გახდა მსოფლიო - და არა ერთი რომელიმე სახელმწიფოს - ომის საბაბი... სანამ გავრილოზე გავაგრძელებდე, „ვისარგებლებ“ იუბილარის სახელით და გვარით და სცენაზე შემოვიყვან ყბადაღებულ გავრილოვს, რითიც ერთგვარ პარალელს გავავლებ გავრილო პრინციპსა და გავრილოვის საჯდომს ჩაბღაუჭებულ უპრინციპო ნაციონალებს შორის, იმ ნაციონალებისა, რომლებიც, თავისი ჭკუით, მასხრად იგდებენ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ „იმ“ ღამეს საქართველო ომს გადაურჩა. ვისაც ეჭვი გეპარებათ, რომ სახელმწიფო დუმის დეპუტატის მოკვდინებას (რასაც ბეწვზე გადაურჩა გავრილოვი და საქართველო და რაზეც ნაციონალები ოცნებობდნენ) შეიძლებოდა ომის დაწყება მოჰყოლოდა, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ გავრილოს და მისი „ღამის“ ისტორია... ოჰ, როგორ უყვარდათ და უყვართ ნაციონალებს ნებისმიერი „ღამე“... სწორედ ღამღამობით სჩადიოდნენ ისინი ყოველგვარ ცოდვას და დანაშაულს და გავრილოვის ჩამოსვლასაც იმიტომ უწოდეს „გავრილოვის ღამე“... წამოცდენაა? რასაკვირველია, რადგან იმ „ღამესაც“ მორიგ საზიზღრობას გეგმავდნენ, რაც, უფლის ნებით, მათი კრახით დასრულდა. შემთხვევით არაფერი ხდება, მათ შორის არც სახელდება...

 

გავრილო პრინციპი საკუთარი პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებდა. იგი იყო ნაციონალისტური ორგანიზაციის - „მლადა ბოსნას“ („ახალგაზრდა ბოსნიის)“ წევრი და თავგამოდებით იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის კლანჭებიდან ბოსნიისა და ჰერცეგოვინას გათავისუფლებისთვის და სწორედ ამით ისარგებლეს მტრებმა... ფერდინანდის მკვლელობა მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო, სინამდვილეში კი... ყველამ იცის, რომ ავსტრია და გერმანია ჩასაფრებულები ელოდნენ მსოფლიო ომის დაწყების საბაბს, რათა ბელგრადი ტერორიზმში დაედანაშაულებინათ და ამას მოჰყოლოდა სერბეთის ტერიტორიული დანაწევრება. ჰოდა, გავრილომაც არ დააყოვნა და „წარმატებით“ შეასრულა ავსტრიის სამხედრო პარტიის ოცნება.

 

ახლა მეც ვკითხულობ, ვინ ისარგებლა გავრილოვის საჯდომის სკამში ჩასვენებით და ვისი ოცნება შეასრულეს უპრინციპო ნაციონალებმა? პასუხი ერთია - ამით ისარგებლეს მიშამ და ნაციონალებმა, რომლებიც - არაკაცი გვარამიასა და მისი მეორე ნახევრის გიორგი გაბუნიას პირით - პირდაპირ „აცთუნებდნენ“ და აქეზებდნენ რუსეთს, რომ მას კიდევ ერთხელ დაერღვია საქართველოს საზღვარი და ბარემ ბოლომდე გაენადგურებინა აღმავლობის გზაზე შემდგარი და მეტ-ნაკლებად დალაგებული ჩვენი სამშობლო. აი, მერე გენახათ ზომბირებული მხარდამჭერებით გარშემორტყმული მიშას „ტრიუმფით“ შემოთესლება საქართველოში.... დიდება უფალს, რომ მართლაც გადავურჩით ნაციონალი ალქაჯების ღამის შაბაშს და ამღვრეულ წყალში თევზზე ნადირობას...

 

როგორც ხედავთ, ნაციონალებს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ გავრილუკები, ანუ გავრილოსა და გავრილოვის ნაჯვარი ნაბუშრები... მათ ყოველგვარი პრინციპის გარეშე, თავადვე მოიწყვეს „გავრილოვის ღამე“ და დღესაც კი ერთმანეთს ეცილებიან გავრილოვის საჯდომით მიღებული და საქართველოს დამაზიანებელი შედეგებით ტკბობას... გავრილოვის საჯდომის „ნექტარი“ არ მოგკლებოდეთ, ნაციონალებო!!!

 

ახლა კი გავრილოს მივუბრუნდეთ... ფერდინანდის წინააღმდეგ შეთქმული ყველა ტერორისტი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს, გარდა გავრილოსი, რადგან ავსტრია-უნგრეთის იმდროინდელი კანონმდებლობით, 19 წლის კაცი არასრულწლოვნად ითვლებოდა და იკრძალებოდა მისი სიკვდილით დასჯა. ამიტომ გავრილო პრინციპს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ის ტერორისტები მოწამლული ათეისტები იყვნენ და სასამართლოს მსვლელობის დროსაც კი აუგად მოიხსენიებდნენ ღმერთს... რა იცოდნენ, რომ საკუთარ თავს დასცინოდნენ და სწორედ ის ღმერთი გამოუტანდათ „განაჩენს“... აქაც შეიძლებოდა პარალელების გავლება, მაგრამ თავს შევიკავებ... ნაციონალებისთვის ზედმეტი ფუფუნება იქნება ღმერთთან ერთად მათი სახელების მოხსენიება... თან ნერვებსაც გავუფრთხილდები.

 

გავრილო პრინციპი მოკვდა ტუბერკულოზით - 1918 წელს და..

 

ომიც და „კინოც“ მორჩა...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი