logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ჩვენ საერთო გამარჯვებები გვჭირდება, ჩვენ ჯერ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ!
- +

26 ივლისი. 2019. 15:25

 

მამამ მითხრა- 1945 წელს ომი რომ დამთავრდა, შიმშილის ზღვარზე ვიყავით, ოჯახი არ იყო დაღუპულს რომ არ გლოვობდა და დასაბრუნებელს რომ არ ელოდა, მაგრამ მზის ამოსვლამდე პლანტაციებში მიდიოდნენ და ღამეებს ფაბრიკა- ქარხნებში დაზგებთან ათენებდნენ, საერთო და საქვეყნო საქმე ჰქონდათ და ყველაფერს ხალისით აკეთებდნენ, დიდი ომი გვქონდა მოგებული და იმიტომ, ამას მოჰქონდა ეს ხალისი და სიამაყეცო!!! რა მაგარი რამეა გამარჯვება. „გამარჯვებულთა ჭრილობებიც მალე ხორცდებაო...“

 

მე კი სტუდენტობიდან დაწყებული სულ ამ გამარჯვებას და სიამაყეს ვეძებ, მიტინგობებსა და ქუჩა-ქუჩა - გაუმარჯოოოს ძახილში გავიდა წლები იმისიანებად და ამისიანებად გაყოფილ ქვეყანაში, რა ვერ გავიყავით, რა გვინდა, როგორ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ერთმანეთზე გამარჯვება კი არა, ჩვენ საერთო გამარჯვებები გვჭირდება - მტერზე გამარჯვებები და როგორ არ მინდა, ამ ერთი ბეწო ქვეყანაში ერთმანეთში მტრებს ვეძებდეთ და ვპოულობდეთ, დავიღალეეეე... დავიღალე, როცა წინა ხელისუფლების დროს საშინელებებს სჩადიოდნენ, როცა ჩაგვრეცხეს და დაგვიბრიყვეს, როცა სასოწარკვეთილი დამტოვეს და ფეხებზე დაგვიკიდეს. მე ახლაც ზუსტად ისევე ვდარდობ, თუკი ვხედავ, უსამართლოდ ექცევიან ადამიანებს, მე გუშინაც ვწუხდი, როცა რუსთაველზე ისევ ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვიროდნენ ადამიანები, ისევ აგულიანებდნენ შეკრებილებს და მხარდაჭერას ითხოვდნენ, მაგრამ მახსოვს ისიც, როგორ უთავკაცეს ათას სიბინძურეს და სიავეს და ვერ თანავუგრძნობ, თუმცა, მჯერა, უნდა დასრულდეს ეს გაყოფილი და გაღმა-გამოღმა დარჩენილი საქართველო, უნდა დასრულდეს ეს უიმედობა და ლოზუნგების ფრიალი, უნდა დასრულდეს - ჩემი შენსას სჯობს. ამ ქვეყანას ვინც ღირსეულად უთავკაცებს, მოუვლის და უპატრონებს, მიიღებს ყველაზე დიდ ჯილდოს - მას მამულიშვილს უწოდებს ხალხი და ისე დაიმახსოვრებს, ვერანაირი ისტორია რომ ვერ გააყალბებს, ჩვენ საერთო გამარჯვებები გვჭირდება, ჩვენ ჯერ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ!

 

 

 

big_banner
არქივი