logo_geo
დღეს საშა იოსელიანის დაბადების დღეა...
- +

29 ივლისი. 2019. 00:52

 

საშა...

დღეს საშა იოსელიანის დაბადების დღეა...

საოცარი საშკა...

დახვეწილი და სულ სხვანაირი...

მასში მთელი თბილისის ქალები იყვნენ

შეყვარებულები...

მას კი საყვარელი ქალის გარდა,

სხვა ქალები მიმართ

მზერაც კი არ უსროლია...

 

ასეთი იყო...

საოცრად ერთგული...

 

თუ

ერთხელ ვიღაცა შეუყვარდა,

ნიშნავდა „ბოლომდე“-ს...

 

მისი „ბოლო“ 41 წელი გახდა...

 

ვაჟკაცი იყო, რომანტიკოსი და ერის კაცი...

იმას შეეწირა იქ,

ჩვენ რომ ვმიტინგობთ აქ...

 

დღეს... 67 წელი შეუსრულდებოდა...

გარდაიცვალა 39 წლის ასაკში...

 

ერთადერთი რაც შევძელი,

ეს ლექსი მივუძღვენი გულით...

 

ყავის პატარა ჭიქები...

 

ყავის პატარა ჭიქები...

ყველანი მოუვლელები...

ცოტათი გატეხილები...

ძალიან სოხუმელები...

 

მე, როცა ყავა მწყურია...

და ჯიბეში მაქვს მანეთი...

სადა ხარ „დიოსკურია“...

ზღვამდე ნაბიჯი ცამეტი...

 

დროზე ვერ გადავაბიჯეთ...

მთლად აქაფებულ ტალღამდე...

და გულში ვითვლით ნაბიჯებს

ბიჭვინთამდე და გაგრამდე...

 

რაღაცა... არა მგონია ...

რომ შევეჩვიოთ სუხუმებს...

რძისფერი დგას მაგნოლია...

და ქართულ პალმას უყურებს...

 

ყავის პატარა ჭიქები...

გაბზარებამდე წრფელები...

და თბილისელი ბიჭები...

ტალღამდე-სოხუმელები..

 

ხოდა სულ ასე ვიდგებით,

იმ გაბზარული ჭიქებით...

წვრილ კენჭებს არ დავივიწყებთ...

საშას სახელით გპირდებით...

 

 

 

big_banner
არქივი