logo_geo
თეა ფირცხალავა: ქალაქის კოლორიტიაო, ძირითადად, მხოლოდ კაცებზე ამბობენ, მე კი თამამად ვაცხადებ, ინეზა ჭიჭინაძეც კოლორიტი იყო
- +

31 ივლისი. 2019. 00:54

 

ქალაქის კოლორიტიაო, ძირითადად, მხოლოდ კაცებზე ამბობენ, მე კი თამამად ვაცხადებ, ინეზა ჭიჭინაძეც კოლორიტი იყო და არა მხოლოდ თბილისის... ყველგან, სადაც ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი შედიოდა, თავისი დიდი შარმი, ხიბლი, სიყვარულით სავსე გული, განუზომელი ხალისი, სილამაზე და ბედნიერება შეჰქონდა და ყველას და ყველაფერს სიცოცხლის სიყვარულით ავსებდა...

 

მაგრამ იყო და არის ერთი, გამორჩეული თარიღი – 31 ივლისი, ინეზას დაბადების დღე, რომელსაც, მიუხედავად ინეზას "არყოფნისა", ყოველთვის ღირსეულად აღნიშნავენ მისი ქალიშვილები, ჩემი ქეთი ორჯონიკიძე და მაია დევდარიანი, თუმცა უკვე ინეზას და მისი მრავალი მეგობრის გარეშე.

 

ვინც არ იცნობდით გეტყვით, რომ ინეზა ჭიჭინაძე იყო ძალიან ღირსეული, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული და ჭეშმარიტად ქველმოქმედი პიროვნება.

 

დღევანდელ დღეს ბევრი ადამიანი ელოდა ხოლმე, რადგან ინეზას სახლში დიდი და ბარაქიანი სუფრა იშლებოდა, რომლის ირგვლივ საქართველოს კოლორიტები იკრიბებოდნენ, რომლებიც, მიუხედავად ზაფხულის აუტანელი სიცხისა, სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად რუნდებოდნენ ქალაქში... და იყო ლხენა, ძარღვიანი სიტყვა-პასუხი, საოცარი სიმღერები და იუმორის ფოიერვერკი... იმ კოლორიტთაგან ცოტა თუ შემორჩა ქალაქს...

 

დღეს ინეზას დაბადების და ხსოვნის დღეა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი