logo_geo
სიმონ კილაძე: თითქმის 50 წლის წინათ „მამის ნაჭამმა ტყემალმა“ შვილს დღეს მოჰკვეთა კბილი...
- +

4 აგვისტო. 2019. 02:28

 

რეიგანი - ნიქსონს:

„ხედავ, კაცო, ამ აფრიკელმა მაიმუნებმა რა გაგვიკეთეს?“

 

ამას წინათ აშშ-ის გაზეთ „ატლანტიკ“-მა რონალდ რეიგანის საუბრების აუდიოჩანაწერების გაშიფრული ვერსიები გამოაქვეყნა, მათ შორის 1971 წლის სატელეფონო საუბრისაც, როცა კალიფორნიის გუბერნატორი რონალდ რეიგანი აშშ-ის პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს ესაუბრება.

 

რეიგანის სალაპარაკო ლექსიკა საკმაოდ სკანდალურ სიტყვებს შეიცავს, რასობრივი თვალსაზრისით.

 

საქმე ეხება ტანზანიის დელეგაციის მოქმედებას გაეროში, რომელმაც, როცა საკითხი გაეროდან ტაივანის გარიცხვასა და მის ნაცვლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიღებას ეხებოდა, მოულოდნელად ანტიამერიკული პოზიცია დაიკავა.

 

რონალდ რეიგანმა, ტაივანის მომხრემ, ჩინეთის გაეროს წევრად მიღებიდან მეორე დღეს, პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს დაურეკა და უთხრა:

 

„ხედავ, კაცო, ამ აფრიკელმა მაიმუნებმა რა გაგვიკეთეს? ეშმაკსაც წაუღია მაგათი თავი... დღემდე ფეხსაცმელებიც კი ვერ ჩაუცვამთ წესიერად“.

 

რონალდის ამ სიტყვების შემდეგ ისმის, თუ როგორ გადაიხარხარა რიჩარდმა.

 

გუშინ პეტი დევისმა, რონალდ რეიგანის ქალიშვილმა, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ კომენტარი გაუკეთა მამამისის გამონათქვამს:

 

„მე მანამ, სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენდი ამ ჩანაწერებს, განზრახული მქონდა მამაჩემის პატივი და ღირსება დამეცვა, მაგრამ ახლა ვატყობ, რომ ასეთ ნათქვამს არავითარი გამართლება არ აქვს... მე შოკირებული ვარ“.

 

რას ვიზამთ... პოლიტიკაში ბევრი მოულოდნელობები ხდება. ცოტა რომ გადმოვაქართულოთ, თითქმის 50 წლის წინათ „მამის ნაჭამმა ტყემალმა“ შვილს დღეს მოჰკვეთა კბილი...

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი