logo_geo
თეა ფირცხალავა: დასტინ ჰოფმანის ფენომენალურ ნიჭზე და იუმორზე ლეგენდები დადის და ერთ ისტორიას მეც მოგიყვებით...
- +

8 აგვისტო. 2019. 03:02

 

დასტინ ჰოფმანის ფენომენალურ ნიჭზე და ქართველებისდარ „ტონკი“ იუმორზე ლეგენდები დადის და ერთ ისტორიას მეც მოგიყვებით:

 

„მარათონელის“ გადაღებების დროს დასტინს გადაუწყვეტია, რომ სერ ლორენს ოლივიეს წახუმრებოდა, ჰოდა, იმ სცენის გადაღებისას, რომელშიც ოლივიეს გმირი - დოქტორი კრისტიან შელი ბორმანქანის მეშვეობით აწამებს დასტინის გმირს - თომას (ბეიბი) ლევის, თურმე დასტინი ისე იმანჭ-იგრიხებოდა და ისეთ ხმებს უშვებდა, რომ ლორენს ოლივიეს სერიოზულად შეშინებია და ლამის გადაღება შეუწყვეტია. საქმე იმაში იყო, რომ ფილმის გადაღებისას ნამდვილი ინსტრუმენტები გამოიყენებოდა და სწორედ ამას „დაუფრთხია“ დიდი მსახიობი. მოკლედ, დასტინი მაგარი კმაყოფილი დარჩენილა და ბევრიც უცინია...

 

ასე არ უნდაო და არც ლორენს ოლივიე ჩამორჩენილა „ხუმრობაში“...

 

ერთხელაც მაესტროს გაუგია, რომ დასტინს რამდენიმე დღე არ სძინებია, ოღონდ კი მის გმირს ბუნებრივად ნატანჯი სახე ჰქონოდა... ჰოდა სწორედ მაშინ „გადაუხდია“ სამაგიერო და დასტინს წახუმრებია: კიმარა, ყმაწვილო, თქვენ თამაში თუ გიცდიათ ოდესმეო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი